სუს-ის უფროსის პოსტზე ოხანაშვილს მდინარაძე ჩაანაცვლებს

სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის პოსტზე ანრი ოხანაშვილს ჩაანაცვლებს. ამის შესახებ “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა.
ანრი ოხანაშვილმა გადადგომის შესახებ ინფორმაცია სუს-ის ფეისბუქგვერდით გაავრცელა. განცხადებაში ის წერს, რომ მუშაობას გააგრძელებს, როგორც “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.
განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე წუთში მ განაცხადა, რომ სუს-ის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძის განდიდატურას წარადგენენ. ამ განცხადების დროს კობახიძე ტრიბუნასთან მარტო იდგა – მას არც სუს-ის ყოფილი, და არც მომავალი უფროსები არ ახლდა თან.
“სუს-ის ხელმძღვანელმა, ბატონმა ანრი ოხანაშვილმა დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა. მე მინდა, მას, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო. მიუხედავად იმისა, რომ ის მცირე დროით ახორციელებდა სამსახურის უფროსის მოვალეობას, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა სამსახურში, რაშიც მას, პირადად, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის და მადლობა ანრი ოხანაშვილს ყველა იმ საქმისთვის, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას. ანრი ოხანაშვილი დაიკავებს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. როგორც მოგეხსენებათ, გამოწვევები საკმაოდ ბევრია ჩვენი ქვეყნის წინაშე, საკმაოდ რთული, კომპლექსური ვითარებაა ჩვენს გარშემო. არის გამოწვევები, რაც არის დაკავშირებული, მათ შორის, -სთან და ევროკავშირთან ურთიერთობებთან, ასევე რეგიონში არის საკმაოდ კომპლექსური ვითარება. ასეთ პირობებში, ამ საკითხებზე ანალიტიკურ მუშაობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა და სწორედ, ეს მნიშვნელოვანი მისია ჩაბარდება ბატონ ანრი ოხანაშვილს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის მრჩევლის რანგში აწარმოებს, სწორედ, ასეთ ანალიტიკურ სამუშაოს. მიზანი იქნება ინფორმაციის დამუშავება და ამის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას. პროცედურა ითვალისწინებს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის კანდიდატის წარდგენას. მას შემდეგ, რაც პარლამენტი ცნობად მიიღებს სამსახურის უფროსის თანამდებობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას, ამ პროცედურების დაცვის გათვალისწინებით ჩვენ საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ ბატონი მამუკა მდინარაძის კანდიდატურას. მას არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა. აღვნიშნავ იმას, რომ მას აქვს სამართალდამცავ უწყებებში მუშაობის ძალიან ხანგრძლივი, მრავალწლიანი გამოცდილება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოუსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულებისთვის. გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მიღწევები კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით. გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები დანაშაულთან ბრძოლის, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის, ასევე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები არის შთამბეჭდავი, ჩვენ გვჭირდება დამატებითი ძალისხმევა იმისათვის, რომ საბოლოოდ აღმოვფხვრათ პრობლემები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და ამ ყველაფერში მამუკა მდინარაძეს, როგორც უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, შეუძლია, სერიოზული წვლილის შეტანა. მე ვარ დარწმუნებული, რომ პარლამენტისგან ექნება მყარი ნდობა ბატონ მამუკა მდინარაძეს და მას მინდა ვუსურვო წარმატებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.