თბილისის ზღვაზე ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისის ზღვაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. შედეგად მსუბუქ ავტომობილში მჯდომი მგზავრი გარდაიცვალა.
როგორც „ინტერპრესიუსს“ -ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.