დავით ქართველიშვილი საფრანგეთის ახალ ელჩზე: ტიპიური “ენჯეოშნიცა” ჩაანაცვლა პროფესიონალმა მზვერავმა და დიპლომატმა
საქართველოში საფრანგეთის ელჩად ოლივიე კურტოს დანიშვნას პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება და მას ელჩის თანამდებობაზე ლოგიკურად შესაფერის კანდიდატად მიიჩნევს.
მისივე თქმით, ოლივიე კურტოს საქართველოში საფრანგეთის ელჩად დანიშვნამდე გარე დაზვერვის სამსახურში ერთ-ერთი მაღალი თანამდებობა ეკავა.
„კიდევ ერთი “დაუძინებელი მეგობარი” და მზია ამაღლობელის “დადნაფიცი“, საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი ტოვებს საქართველოს. მის ადგილს მეტად საინტერესო პიროვნება დაიკავებს: ოლივიე კურტო საფრანგეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით 2025 წლის 7 აგვისტოს დაინიშნა საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად (რაც 2025 წლის 22 აგვისტოს ოფიციალურად დადასტურდა).
ამ დანიშვნამდე ოლივიე კურტო მუშაობდა პირველ მდივნად საფრანგეთის საელჩოში ლისაბონში. 2005-2009 წლებში იკავებდა რამდენიმე მნიშვნელოვან თანამდებობას. იყო ევროპული საკითხების მრჩეველი საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში, ასევე გარე უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის (DGSE) გენერალური დირექტორის აპარატის ხელმძღვანელი.
2015 წელს მსახურობდა პირველ მრჩევლად საფრანგეთის საელჩოში იორდანიაში. აქვს გამოცდილება უსაფრთხოების და დაზვერვის სტრუქტურებში, ძირითადად საფრანგეთის სახელმწიფო უწყებებში.
Intelligence Online-ის ინფორმაციით, კურტო იყო DGSE-ს (საფრანგეთის გარე დაზვერვის სამსახურის) ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, რის შემდეგაც დაინიშნა საქართველოში ელჩად. ასეა თუ ისე, ტიპიური “ენჯეოშნიცა” ჩაანაცვლა პროფესიონალმა მზვერავმა და დიპლომატმა. მისი მრავალმხრივი გამოცდილება (უსაფრთხოება, დაზვერვა, დიპლომატია) ხდის მას ლოგიკურად შესაფერის კანდიდატად საქართველოში ელჩის პოსტზე, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში,“ – წერს დავით ქართველიშვილი.
