როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე (bm.ge)

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ – “ს”, “ ბანკისა” და “საქართველოს კაპიტალის” მეშვეობით არის წარმოდგენილი.
მიმდინარე კვირის შედეგები ასე ნაწილდება:
“საქართველოს ბანკის ჯგუფის” (Lion Finance Group PLC) აქციების ფასი 2.39%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 75.45 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 3.70 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 41.56%-ით გაიზარდა.
“თიბისი ბანკის ჯგუფის” (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 0.44%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 45.90 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.53 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 11.68%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება “საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციებს, ის 1.48%-ით შემცირდა. შედეგად, ერთი აქციის ფასი 23.30 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.08 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 74.40%-ით გაიზარდა.