სად ინახება 300 მლრდ გაყინული რუსულ რეზერვები? – Reuters

2022 წლიდან -მა და მისმა მოკავშირეებმა ს ცენტრალურ ბანკთან და ხაზინასთან ტრანზაქციები აკრძალეს და დასავლეთში დაახლოებით $300 მლრდ-ის რუსული სუვერენული აქტივები გაყინეს. Reuters წერს, რომ G7-ის სამუშაო ჯგუფმა აშშ-ს ამ ფულზე წვდომისა და განკარგვისთვის გზების შესწავლა შესთავაზა.
Reuters-ის ჟურნალისტებმა გააანალიზეს რუსეთის ფედერაციის რომელი რეზერვები გაიყინა, სად ინახება ისინი და შესაძლებელია თუ არა მათი კონფისკაცია.
სხვა ცენტრალური ბანკების მსგავსად, რუსეთის ცენტრალურმა ბანკს თავისი სავალუტო რეზერვების ნაწილი ისეთ ლიკვიდურ აქტივებში ჰქონდა განთავსებული, როგორიცაა ვალუტა, ოქრო და სახელმწიფო ობლიგაციები. ამ რეზერვების დაახლოებით ნახევარი დასავლეთში ინახებოდა.
რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა ბანკმა დაადასტურა, რომ დასავლეთში დაახლოებით $300 მლრდ-ის აქტივებია გაყინული. იმ დროისთვის რუსეთის მთლიანი ოქროს და სავალუტო რეზერვები $612 მლრდ-ს შეადგენდა.
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა Reuters არ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა იყო გაყინული, მაგრამ გამოცემა წერას, რომ დაახლოებითი სურათის შექმნა რუსული აქტივების დეტალური დოკუმენტებიდან მაინც არის შესაძლებელი.
Reuters-ის ინფორმაციით, ში შეჭრამდე რუსეთის ცენტრალური ბანკი დაახლოებით 207 მლრდ-ის აქტივებს ფლობდა ევროში, 67 მლრდ-ს დოლარში და 37 მლრდ დოლარს ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში. მას ასევე ჰქონდა 36 მლრდ დოლარი იაპონურ იენში, 19 მლრდ დოლარი კანადურ დოლარში, 6 მლრდ დოლარი ავსტრალიურ დოლარში და 1,8 მლრდ დოლარი სინგაპურის დოლარში. რუსეთის ფედერაციის საკუთრებამ შვეიცარიულ ფრანკში დაახლოებით 1 მლრდ დოლარი შეადგინა.
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ეს აქტივები ძირითადად უცხოურ ფასიან ქაღალდებში, საბანკო დეპოზიტებსა და „ნოსტრო“ კორესპონდენტ ანგარიშებში იყო ჩადებული.
საბანკო ობლიგაციების ყველაზე დიდი მარაგები ინახებოდა ჩინეთის, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრიისა და კანადის სახელმწიფო ობლიგაციებში. რუსეთის ოქროს მარაგი რუსეთში ინახებოდა, იუანში ინვესტიციები კი – ჩინეთში.
ამ აქტივების კონფისკაციასთან დაკავშირებით, რუსი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სახელმწიფოს აქტივების კონფისკაცია თავისუფალი ბაზრის ყველა პრინციპს ეწინააღმდეგება და კერძო საკუთრების დაცვა ხელშეუხებელია.