ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე – უკრაინაში უცხოური ჯარების განთავსებაზე საუბარი ნაადრევია

უკრაინაში უცხოური ჯარების განთავსებაზე საუბარი ნაადრევია, – ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა ჯუზეპე კავო დრაგონემ განაცხადა.
„ეს ჯერ ნაადრევია. ვიცით, რომ კონტინგენტების განთავსების საკითხი ცალკეულმა ქვეყნებმა წამოაყენეს, შესაძლოა ორმხრივ დონეზეც კი. თუმცა, ვიმეორებ, ეს ჯერ კიდევ საწყის დონეზეა“, – განაცხადა ადმირალმა ჯუზეპე კავო დრაგონემ.
მისი თქმით, უკრაინაში უცხოური ჯარების განთავსების პირობები პოლიტიკურ დონეზე შეთანხმებული უსაფრთხოების გარანტიებით უნდა განისაზღვროს.
„მაგალითად: ადგილზე ვინ გადაწყვეტს, დაარღვიეს თუ არა შეთანხმება რუსებმა ან უკრაინელებმა? რომელი ტერიტორიის დაცვა უნდა მოხდეს? ჯარისკაცებმა მხოლოდ დაკვირვება უნდა აწარმოონ თუ დაცვის ფუნქციაც უნდა ჰქონდეთ? და თუ ეს ასეა, მაშინ რა სახის იარაღით? ამასთან დაკავშირებით განსაზღვრული არაფერია“, – აღნიშნა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური: შეგახსენებთ ქოცებო, ტროლებო და ყოვლად უგვანოებო – ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის შვილი ადანაშაულებს რეჟიმს გაუპატიურებაში და ხაზგასმით – არაა ეს პატიმარი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული

ქეთი ქურდოვანიძე: ცოცხების კადრებს ვინც უყურეთ და მას მერე ტელევიზორს აღარ უყურებთ და პოლიტიკაში არ ერევით, იმათ მივმართავ. ჰო კიდევ იმათ, კასრიდან ამოღებულ კადრებს ლამის საბავშვო ბაღებში რომ აჩვენებდით და ვიშვიშებდით