რუსეთში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ომის მონაწილეს რვა წლის ბავშვის გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის

როსტოვის სასამართლომ უკრაინის ომის მონაწილეს, რუსლან შინგირეის, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა 2024 წელს სოფელ ოლგინსკაიაში რვა წლის გოგონას გაუპატიურებისა და მკვლელობის გამო, – ამის შესახებ გამოცემა 161.ru იტყობინება.
მეორეკლასელი ბავშვი 2024 წლის მაისში გაუჩინარდა, მისი ცხედარი ახლომდებარე ტყის ზოლში იპოვეს თანასოფლელებმა. გამომძიებლების თქმით, შინგირეიმ გოგონას გაცილება ჯერ შესთავაზა, შემდეგ კი უკაცრიელ ადგილას გაიყვანა და მოკლა.
რუსლან შინგირეი რუსეთის არმიაში კონტრაქტით მსახურობდა. მან მონაწილეობდა 2022 წელს უკრაინაში შეჭრის ოპერაციაში. თუმცა მოგვიანებით, მისი ნაცნობების თქმით, დეზერტირობა დაიწყო.
რუსეთში სამხედრო მოსამსახურეების მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულის რაოდენობა ბოლო ათი წლის განმავლობაში თითქმის სამჯერ გაიზარდა. ამას მოწმობს რუსეთის უზენაესი სასამართლოს სასამართლო დეპარტამენტის 2024 წლის მონაცემები.
ბოლო 10 წლის განმავლობაში, თითქმის ოთხჯერ გაიზარდა სექსუალური ხელშეუხებლობის მუხლებით გასამართლებული სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა: 2024 წელს ამ მუხლებით გასამართლდა 102 სამხედრო მოსამსახურე. 58 სამხედრო მოსამსახურე გასამართლდა გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედებებისთვის (მუხლები 131 და 132). კიდევ 44 სამხედრო მოსამსახურე გასამართლდა არასრულწლოვანთა მიმართ გამოვლენილი სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმეედებებისთვის.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური: შეგახსენებთ ქოცებო, ტროლებო და ყოვლად უგვანოებო – ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის შვილი ადანაშაულებს რეჟიმს გაუპატიურებაში და ხაზგასმით – არაა ეს პატიმარი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული

ქეთი ქურდოვანიძე: ცოცხების კადრებს ვინც უყურეთ და მას მერე ტელევიზორს აღარ უყურებთ და პოლიტიკაში არ ერევით, იმათ მივმართავ. ჰო კიდევ იმათ, კასრიდან ამოღებულ კადრებს ლამის საბავშვო ბაღებში რომ აჩვენებდით და ვიშვიშებდით