სენაკში, სოფელ ზანაში, კაცს საკუთარ სახლთან მიკროავტობუსი დაეჯახა | ის ადგილზე დაიღუპა

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზანაში, კაცს საკუთარ სახლთან, მიკროავტობუსი დაეჯახა. 44 წლის კაცი ადგილზე დაიღუპა. უბედური შემთხვევა შობას მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.