ნოვოროსიისკში დაიღუპა რუსეთის არმიის ხუთი მზვერავი მყვინთავი

კიევის ცნობით, მყვინთავებს დავალებული ჰქონდათ უკრაინული საზღვაო დრონის გამოტანა, რომელიც ყურეში შეიჭრა, თუმცა შემდეგ რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების ზემოქმედების შედეგად დაკარგა კონტაქტი მართვის ცენტრთან.
როგორც უკრაინული დაზვერვა ამტკიცებს, სწორედ გამოყვანისას დრონის აფეთქებით დაიღუპნენ რუსი სამხედრო მყვინთავები.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, საუბარია ს სამხედრო უწყების წყალქვეშა დივერსიული ძალებისა და საშუალებების (ПДСС) დანაყოფის მაღალკვალიფიციურ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომელთა მომზადებასა და აღჭურვაზე მნიშვნელოვანი ფინანსური და დროის რესურსები იხარჯება. უკრაინის დაზვერვა ამტკიცებს, რომ ნოვოროსიისკში განლაგებული ფლოტის პერსონალს შორის „მწვავე უკმაყოფილებაა საზღვაო დრონის ამოღების შესახებ სარდლობის უაზრო „სახორცე“ ბრძანების გამო, რამაც ელიტური ჯგუფის ლიკვიდაცია გამოიწვია“.
ღია წყაროების ინფორმაციით, ნოვოროსიისკში ბაზირებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წყალქვეშა დივერსიული ძალებისა და საშუალებების წინააღმდეგ ბრძოლის 136-ე სპეციალური დანიშნულების რაზმი (N75976). უკრაინული წყაროების ცნობით, მასში 60-მდე სამხედრო მოსამსახურეა.
2023 წელს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემების ნაწილი ანექსირებული ს სევასტოპოლიდან გადაიყვანეს ნოვოროსიისკის პორტში, რომელსაც რეგულარულად ესხმიან თავს უკრაინული საზღვაო დრონები.
ფორუმი