სენაკში 44 წლის მამაკაცი მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად დაიღუპა

სენაკში, სოფელ ზანაში, 44 წლის მამაკაცს მიკროავტობუსი შეეჯახა. ის ადგილზე დაიღუპა.
როგორც ტაბულას შინანაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.