ჟურნალისტი თამო კეშელავა:
წალენჯიხაში, ოცნების კანდიდატმა, ვინმე გუბამ, რომელსაც, სანამ სუსში მუშაობა, გულბაათი ერქვაო, წალენჯიხილები ამბობენ, წინაასარჩევნო კამპანია დაიწყო გარდაცვლილი გია ხარჩილავას ლანძღვით.
მეო, გულბაათმა 24/7–ზე ფეხზე ვიქნები და ვიმუშავებო, ამიტომ, წალენჯიხელებო, ღამით რამე პრობლემა თუ შეგექმნებათ, დაურეკეთ, ან მე მომწერეთ და მე დავურეკავ, არ მოგერიდოთ, გუბა არის ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული, არ სძინავს და არ ჯდება.
საერთოდაც, საქმეც თუ არ გვექნება, დავურეკოთ ხოლმე ღამით, ამბები მოვუყვეთ, ცოდოა, წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელსაც არასოდეს სძინავს და ყოველთვის ფეხზე დგას.
გუბა წავიდა წალენჯიხის ცენტრში, სკამებს ვეძებ და ვერ ვპოულობ, აბა, ეგაა საქმეო?
რად უნდა კაცს, რომელიც 24/7–ზე ფეხზეა, კი ვერ მივხვდი, მაგრამ აი, კეთილრაღაცნაირი რომ იქნები ადამიანი, მერე რა, რომ თავად ვერ ჯდება? ჩვენზე დარდობს.
ვერ ვიპოვე სკამებიო, იქვითინა სამთავრობო მედიებთან.
გამოუქვეყნეს ვიდეო სკამებით, აგერაა.
24/7–ზე ვერ ხედავს, ეგა, ეტყობა.
სკამს თუ ვერ პოულობს, კაცს როგორ იპოვის–თქო, გავიფიქრე, მაგრამა კაცი მხოლოდ უძილობაში და სკამის ძებნაში ხომ არ იქნება ნიჭიერი? საფლავიც იპოვა…
საფლავშიც რომ არ ასვენებთ გიას, კი ყოფილა მაგარი მერი, ხომ, ქოცებო, ჰა?
ბიბლიოთეკას გავხსნიო – გახსნილიაო, უპასუხეს.
არ იცოდა, ბატონო, რა მოხდა, ეგა პოლიტოკისია, მწიგნობარი კი არა.
მერე მიედ–მოედო, წალენჯიხის კოალიციურმა მთავრობამ ცენტრალური ხელისუფლების ტრანშები ვერ აითვისაო და აქ რომ ღრმად არ ჩავიდე – Tamar Belkania-მ უპასუხა ძალიან კარგად და გასაგებად და ნახავთ, რომ ტყუილი აღმოჩნდა. იმდენად დიდი ტყუილი აღმოჩნდა, რომ ოცნებიდან ერთმა დააკომენტარა თამოს ერთ პოსტზე ეგ კიო, მარაო… ეგ კი, მარაოო, ბიჭოოო, ანუ, ეგ კი მოვიტყუეთ, მარაოოო და რაღაც მორიგი პროპაგანდისტული კითხვა მოაყოლა.
არ იყო გია კლასიკური პოლიტიკოსი, განსხვავებული იყო.
სკამი სკამად და პიარი პიარად არ უნდოდა რომ სცოდნოდა.
რომ გაიმარჯვა, წალენჯიხა მიყვარსო, თქვა, წალენჯიხა მიყვარს და მოდი, გამარჯვებას პომპეზურად არ აღვნიშნავ, დაპირისპირების მიზეზი რომ არ გავხდე და ნიშნის მოგებად რომ არ გამომივიდეს ფოიერვერკებიო.
არადა, როგორი პომპეზური ამბავი იყო, მთელ ქვეყანაში, მხოლოდ ერთგან გაიმარჯვა ოპოზიციამ.
ოპოზიციამ რა, მოდი გულწრფელები ვიყოთ და გიამ გაიმარჯვა, – ხარჩილავამ.
პირველად ვნახე, იმ ცნობილი გამონათქვამის რეალური შემსრულებელი ადამიანებიდან, აი, ხაჭაპურში რომ მხოლოდ ყველი არ უნდა გიყვარდეს და ქიშმიშიან ნამცხვარში მხოლოდ ქიშმიში და სამშობლოც რომ ასე, ყველა ნაწილით რომ უნდა გიყვარდეს, მით უფრო, როცა უკვე შენ ხარ პასუხისმგებელი პირი.
ხოდა, რომ გაიმარჯვა, პირველი რაც თქვა, რევანშში დროს არ დავკარგავ და პოლიტიკური შეხედულებების გამო არავის გავათავისუფლებო.
მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გადაიყვანეს გონიდან ქოცებმა საკრებულოდან, არაერთხელ სცადეს მისი პროექტების ჩაგდება, კონსტრუქციული საუბრიდან არასოდეს გადაუხვევია მათი მისამართით.
რესპოდენტიც სხვანაირი იყო, პირდაპირი, ხალხის ენაზე, ხალხის გასაგებად მოლაპარაკე. ზოგივით მიტრიალებუ–მოტრიალებული არ ლაპარაკობდა, რომ ვერ გაიგებ, მიტრიალდა ბოლოს და ბოლოს, თუ მოტრიალდა. მისი სიტყვა იყო ყოველთვის გასაგები, პირდაპირი.
თუ რამეზე პირდაპირ საუბარი არ შეეძლო, უბრალოდ არ ამბობდა. ერთი არჩევნების წინ, ერთ სიაზე არ უთქვამს არაფერი, გავიფიქრე, რომ სიმართლის თქმა არ უნდოდა და ტყუილი ვერ თქვა და მგონია, ვიცი, რა ეტკინა.
ხო, გია არ იყო კლასიკური გაგებით პოლიტიკოსი, პირველი მისი გადაწყვეტილება, რომელმაც გამაოცა, ის იყო, მერიის მაღალჩინოსნებს, ყოველ წელს რომ უზრდიან ლამის ყველა რაიონში ხელფასებს, ნამატი ხელფასზე რომ შეუჩერა და ის თანხა გადაანაწილა იმ ადამიანებზე, ვისაც ყველაზე დაბალი ხელფასი ჰქონდა, არ მინდა შემეშალოს, მაგრამ მგონი, მეეზოვეებს?
ბაღში მუსიკის მასწავლებლების ხელფასი როგორი დაბალია იცით? თბილისში ვიცნობ ერთ პედაგოგს, რომელსაც 280 ლარი აქვს ხელფასი, 280 ლარი.
თბილისში, ბაღში მუსიკის მასწავლებლებს 10 პროცენტით რომ გაეზარდათ ხელფასები, ანუ სადღაცვ 30–35 ლარით, გიამ წალენჯიხაში 100 ლარით გაუზარდა.
თბილისის და წალენჯიხის ბიუჯეტებს შორის სხვაობა იცით, იმედია, რამდენად დიდი.
გიამ უბრალოდ ვერ აკადრა 10 პროცენტიანი მატება… ადამიანს, პედაგოგს, 30 ლარით ხელფასის მომატება ვერ აკადრა.
ეს არ იყო პოპულისტური ქცევა. ბაღის მუსიკის მასწავლებლების ხელფასს ვიდეოთი ვერ გადაიღებდი, მეტიც, არც ის უკადრებია, რომელიმესთვის ეთქვა, მადლობა ჩავწეროთო.
ხო, რა გგონიათ, ის სამადლობელი ვიდეოები, სულ თავისით იწერება? ასე თხოვენ ხოლმე და აწერინებენ.
არადა, შეეძლო სკევრში დაედგა რამე გამოშტერება ქანდაკება და ხან ვიდეო გადაეღო, ხან – ფოტო, ხან ლენტი გაეჭრა და ხან – ტორტი და მთელი წელი ეტრიალებია.
ან, ეს გრანელობა? – როგორ პომპეზურად ატარებდა, იცოდა, გულბაათმა, სანამ ძილს, დაჯდომას შეწყვეტდა და გუბა გახდებოდა?
არც გრანელობა იყო დიდი პიარსვლა, ბავშვების ნახატების გამოფენა, ხელნაკეთი ნივთები, სპექტაკლები, ცეკვები და სიმღერები – არ “იყიდება”.
არ მითხრათ ახლა, რომ შედიოდით წალენჯიხის გვერდზე და გრანელობას უყურებდით.
მაგრამ გია არ მუშაობდა პიარისთვის, წალენჯიხისთვის მუშაობდა.
მუშაობაც არ ერქვა ამას, ორგანულად აკეთებდა ყველაფერს.
უკრაინას ბევრი დაეხმარა, ვიცი, მაგრამ გიასავით ცოტა.
გიამ, უკრაინაზე თავდასხმის პირველივე დღეებში, წალენჯიხასთან დაძმობილებული ქალაქი მოძებნა, დაურეკა და დატოვა იქ გულის ნაწილი.
როცა წალენჯიხასთან დაძმობილებული ქალაქი დაიბომბა, ბოტი და საწვიმარი არ გაუგზავნია, არც მაკარონი და წიწიბურა, დაურეკა და კითხა, რა ჭირდებოდათ, წყლის პრობლემა იყო ქალაქში, წყლის სატუმბი უნდოდათ. წალენჯიხის სახელით ზუსტად ის გააგზავნა რაც ჭირდებოდათ.
სხვა ქალაქებმა არც იციან, რომელია მათი დაძმობილებული ქალაქი უკრაინაში და არის თუ არა.
გიამ მთელ წალენჯიხას გააგებინა დაძმობილებული ქალაქის გასაჭირზე და ნამდვილი ძმობის მაგალითი აჩვენა.
წარმოიდგინე, ერთი პატარა ქალაქი ხარ უკრაინაში, არაერთი დაძმობილებული ქალაქი გყავს სხვადასხვა ქვეყნებში, ისე რა, პროტოკოლით და გირეკავენ წალენჯიხიდან და ნამდვილ, არაპროტოკოლურ ძმობას გიწევენ.
მოგისმენიათ ოდესმე, გია როგორ საუბრობდა სპორტზე? ჯანსაღ ცხოვრებაზე? უნდა მოგესმინათ, როგორი ამაყი და ბედნიერი ხმით ამბობდა: “240 სპორტსმენი გვყავდა და დღეს უკვე 600 სპორტსმენი გვყავს”
და ეს სულ რამდენიმე წელიწადში.
240 სპორტსმენი დახვდა რაიონში და ორჯერ მეტი ბავშვი დააინტერესა სპორტით და ჯანსაღი ცხოვრებით.
გინახავთ კარატეს სკოლა ფოცხოში?
არა, ალბათ, იმიტომ რომ არც ეს “იყიდება”, არადა, მე რომ მკითხო, ნაღდი სკანდალი ესაა, 240 ბავშვი რომ გხვდება სპორტში და 600–ია რამდენიმე წელში. ჯანდაბა, 2 წელში, რა რამდენიმე.
გუბამ, ზოგ სოფელში გზა არ ვარგაო.
ეგ რა არის, გუბა, გვერდით რაიონებში გაიხედე, ქოცების მმართველობებში, არც გზაა, არც სპორტი, არც მასწავლებელთა და მეეზოვეთა ხელფასი და მერის და მისი მოადგილეების ხელფასები იზრდება მარტო.
კიდე ის უნდა გითხრა, გუბა ბატონო, უცილობლად, რომ ამ უგზო რაიონში, როგორც შენ ამბობ, დიდთოვლიანობა მართა ადგილობრივმა, მაგ კოალიციურმა მთავრობამ საარაკოდ, დროულად, სწრაფად, მართლა 24/7–ზე. ოღონდ, განა არ ეძინათ 24/7–ზე შენსავით, არა, გუბა ბატონო, ეგენი ადამიანები არიან, ხალხისიანები არიან და ძინავთ ხოლმე, მორიგეობით, ძილიდან ძილამდე მართეს.
თამო ბელქანია ტრაქტორზე და ტრაქტორთან ნანახი გყავს ვიდეოებსა და ფოტოებში? ნახე, გუბა ბატონი, ნახე, რაც მეტს ნახავ მეტს მოიტყუებიო, თუ როგორაა?
მაგრამ, აი, კეთილრაღაცნაირი რომ იქნები ადამიანი და სწავლას, სპორტს, განვითარებას რომ არ მოიკითხავ და მარტო სკამს რომ ეძებ და არის თან ეს ოხერი სკამი და მაინც ვერ პოულობ.
ბავშვები განსაკუთრებულად უყვარდა და ყველა ჩვენი შვილის გვერდით დადგებოდა.
პირველკლასელს რომ შია, 6 წლის ბავშვს რომ შია გაკვეთილებზე, ეგ რომ გაიგო, ყველაფერი გააკეთა და წალენჯიხის ბიუჯეტიდან პირველკლასელთა კვება დააფინანსა.
ამან უარესი დამართა, რადგან, ეს ბავშვები, ეს 6 წლის მშიერი ბავშვები რომ დააპურა, გადავიდნენ მეორე კლასში და ისევ შიათ, თან მათი ორგანიზმი უკვე მიჩვეულია დღეში ერთხელ იმ კვებას და ამან უარესად დაანგრია, იმიტომ რომ გია არ იყო სტანდარტული პოლიტიკოსი, იმიტომ რომ, ეძინა მას ხოლმე და იჯდა ხოლმე, გუბა, დანარჩენი ადამიანებივით და სარი არ იყო, არც ღმერთი ეგონა თავი…
რამდენი მასალა მაქვს გაშუქებული, როგორ ითხოვდა ცალკე წალენჯიხის მერია და ცალკე პირადად გია ცენტრალური ხელისუფლებისგან, მაშინ გუბა გულბაათი იყო და გულბაათის კობახიძისგან და პაპუაშვილისგან, როგორ ითხოვდა მეორეკლასელთა კვების დაფინანსებას, რადგან რაიონის ბიუჯეტს მეტი არ შეეძლო.
208 ათასი ლარი სჭირდებოდა ამისათვის, 208 ათასი ლარი, 208 ათასი და უარი უთხრეს, მაშინდელი გულბაათის კობახიძემ და პაპუაშვილმა.
ცესკომ ერთ თვეში, ერთ თვეში, 160 000 ლარის ხაჭაპური და ლობიანები ჭამა. ოფიც ინფოა. ჯერ რა უფანტაზიო უნდა იყოს, რომ ერთი თვე მხოლოდ ხაჭაპურს და ლობიანს ჭამდე, ზოგჯერ თონის პური და ყველიც იყიდე, ბრიყვო, მაგრამ ერთ თვეში ჭამეს 160 000 ლარის და 208 000 ლარი მეორეკლასელთა მთელი წლის საკვებად დაენანათ.
აი, მართლა კეთილრაღაცნაირი რომ იქნები ადამიანი და მერის სკამი რომ გინდა და მერის სკამი რომ მიიღო, წალენჯიხაში რომ სკამს ეძებ დასაჯდომად, თან ვერ ჯდები შენ, მარა ეძებ და არის ეს ოხერი სკამი, ოღონდ არ გინდა დანახვა და იმ 208 000 ლარს ახლაც არ ითხოვ, მეორეკლასელთა კვებისთვის, ახლაც, გუბად რომ გადაგაკეთა კობახიძემ, იმ კობახიძისგან….
მე არ ვიცნობდი გიას პირადად.
მე წალენჯიხაში ნამყოფიც არ ვარ, სამწუხაროდ.
როცა წალენჯიხაში ლამის ყველა გამოცემიდან მიიწვიეს ჟურნალისტი, მე ვერ მოვხვდი იმ სიაში.
ამიტომ, გია დამპირდა, რომ პირადად მიმასპინძლებდა და ვერ მოასწრო.
ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს წერილი არც “ახლობლურია” და არც ჯიგრული, ჩემო გუბა.
სად მაქვს ტყუილი ჯიგარი, ანდა.
ეს ის ფაქტებია, რაც გამიშუქებია, რაც ზუსტად ვიცი. რაც პირადად გადამიმოწმებია.
ბევრად მეტი გააკეთა გიამ წალენჯიხაში და ბევრად კარგად წერს რა გააკეთა Kalandia Berdia. მე მაგდენი არ ვიცი, მაგდენი არ დამამახსოვრდა.
აიტი აკადემია რომ აქვს წალენჯიხას თავისი, სუპერ აკადემია, წარმოუდგენელი შესაძლებლობა რომ მიეცათ იქაურ ბავშვებს განვითარევბის, ეგ ვიცი კიდევ.
მაგრამ კეთილრაღაცნაირ კაცებს, არც სწავლა გაინტერესებთ, ხო, გუბა? სულ სკამები და სკამები…
და მაინც, თუ ვინმე მკითხავს, რა გააკეთა გიამ ყველაზე მაგარი:
გააჩინა რწმენა.
გვაჩვენა, რომ ადგილობრივ მთავრობას შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება.
აჩვენა ხალხს, რომ როცა მათ მათი მერი და გამგებელი ეუბნება, რა ვქნა, აი, ცენტრალური არ მაძლევს უფლებას – ტყუილია.
უბრალოდ, მათ არ აქვთ არც სურვილი და არც ერთი ადგილი, რამის კეთების. თორემ, რომ უნდოდეთ, ესე იგი შესაძლებელია.
ყველა რაიონში, ყველა მშობელმა იცის უკვე, რომ ყველა მერს შეუძლია პირველკლასელები გამოკვებოს, უბრალოდ, არ სურს!
გიას მაგალითმა მაჩვენა, რომ ადგილობრივი მთავრობების 99 პროცენტი, თავისუფლების ფულზე ნებით გამყიდველი მონაა, გუბა ბატონო და გინდა სუსში მიჩივლე და გინდა მურუსიძე–ჩინჩალაძესთან.
პირველად, მაგრამ მე უკვე ვნახე ცხოვრებაში, რისი გაკეთება შეუძლია მართლა დამოუკიდებელ ადგილობრივ მმართველობას და ეს ცოდნა არის ყველაზე მაგარი, რაც გიამ ჩვენთვის გააკეთა.
ხოდა, ვერა, გუბა უძინარო, ვერა, გიას ლანძღვით წინ ვერ წახვალ, მაქსიმუმ, საკუთარ ავტომობილში დაჯდე წინ.
მტვერი ხარ, უკადრებელის კადრების მერე, გინდ გულბაათი გერქვას აწი, გინდ გუბა და გინდ – გუ…
სახელს საერთოდაც რა მნიშვნელი აქვს,უბრალოდ, ოცნების ახალი აჩემება, ყველას, ვისი სახელიც არ “ესვეცკება”, შეუცვალოს, მაკვირვებს ძალიან, იმის არ იყოს შს მინისტრ გელას რომ “გეკა” “გადააკლიჩკა”.
მიაწექი, გუბა, სკამებს მიაწექი შენ.
დაე, სწავლა, აიტის სკოლა, სპორტსმენი ბავშვები, გრანელობა და სხვები და სხვები მრავლად, იყოს გიასი და შენი იყოს სკამი.
როგორი სკამი გეამებოდათ, გუბა ბატონი, სამკუთხედი, ოთხკუთხედი, მრგვალი, თუ რამე გიიიიჟური?
სკამის გამო, სკამებს რომ ეძებ და სკამებში სკამებს ვერ პოულობ, მაგაზე დიდი უბედურება, მეტი რაღა დაგემართობოდა მეგონა და მაინც შეძელი.
გაუქმდება მაგ არჩევნების შედეგები მაინც, გუბა ბატონი, დამკვირვებელი რაა, დამკვირვებელს ვერ პოულობენ, ვინც მაგ არჩევნებ–თამაშზე მოსვლას დათანხმდება და შენი სახელი, გინდ შემოკლებული და გინდ – ვრცლად, არ გაუქმდება, არავის დაავიწყდება, რა იკადრე და რის გამო. თუ დაავიწყდება და პირობას ვდებ, შევახსენებ.
ერთი ლენინს არ ეძინა 24/7–ზე და მეორე შენ, ღმერთის შექმნილს, ყველას სძინავს სხვას, გუბა ბატონი, ისე, რომ იცოდე. კი, კომუნისტიც გეძახე ამწამს.
ბევრი უსიამოვნოს თქმის სურვილი აღმიძარი, გუბა ბატონო, მაგრამ მტვერი ხარ, რომელიც მტვრადაც ვერ იქცევა, მტვერი ხარ, რომელიც მტვრადაც ვერ შემორჩება წალენჯიხის ისტორიას, ვიცი, ამ წერილის მეასედსაც ვერ გაიგებ, იმასაც ვერ მიხვდე, იქნებ, რომ სულ არაა შენზე ეს წერილი და გიაზეა…
ამიტომ მოდი, გიას გაუმარჯოს, მკვდარს და მაინც ცოცხალს, გიას გაუმარჯოს, საფლავზე მუმლდასეულს, გიას გაუმარჯოს, გულწრფელს და ამ გულწრფელობის გამო, ზოგჯერ გულნატკენს, გიას გაუმარჯოს, მართალს და ადამიანურს, გიას გაუმარჯოს, გიას, რომელიც ცხოვრობდა, არ არსებობდა, თავი არც ღმერთი ეგონა და ღმერთმა დაიფაროს, ლენინი რაღა მოსატანია, რუსი კი არ იყო, ლენინის ცხედარზე ელოცა, გიას გაუმარჯოს, მომავალი თაობის, წალენჯიხის, წალენჯიხელთა ღირსების სადარაჯოზე მდგომს.