ზურაბ აზარაშვილი: სეზონური გრიპები ტრიალებს ქვეყანაში და განსაკუთრებული არაფერი არ ხდება

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში სეზონური ვირუსები ცირკულირებს, თუმცა არც კლინიკებია გადავსებული და არც რაიმე საფრთხე არსებობს ამ კუთხით. მინისტრის თქმით, ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით განსაკუთრებული არაფერი ხდება.
მინისტრმა თქვა, რომ ქვეყანას აქვს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მარაგი და მსურველებს შეუძლიათ აიცრან.
“დღეს რაც ხდება ქვეყანაში, ეს ჩვეულებრივი სეზონური ვირუსები ტრიალებს, არა მარტო საქართველოში, ეს მთელ მსოფლიოში ასეა და სეზონურად გარკვეულ პიკურ მაჩვენებელს აღწევს იანვრის ბოლომდე, თუმცა არანაირი განგაშის საფუძველი აქ არ არის. ძირითადად შეიძლება გამოხატული იყოს ბავშვებში ეს ვირუსი, თუმცა არაფერი განსაკუთრებული ისეთი, რომ რაიმე პანიკის საფუძველი იყოს, ჩვენ ვერ ვხედავთ. ვაქცინაციას, რაც შეეხება და გრიპის ვაქცინებს, ეს მარაგში დღესაც გვაქვს და ყველა მსურველს შეუძლია ჩაიტაროს შესაბამისი ვაქცინაცია”, – თქვა აზარაშვილმა.
იხილეთ:
· საქართველოში გრიპის ვირუსის სტატისტიკა გაიზარდა | ექიმების რჩევები და რეკომენდაციები