დუბაიში ხელოვნური კუნძულის მეგაპროექტი – Naïa Island წარადგინეს

დუბაიში ახალი მეგაპროექტი დააანონსეს: ხელოვნური კუნძული Naïa Island. მასში შედის LVMH ჯგუფის Cheval Blanc Maison სასტუმროების ქსელი – პირველი ახლო აღმოსავლეთში, კერძო ვილები და რეზიდენციები ზღვისპირა ზოლში.
მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება, ხოლო პირველ სტუმრებს 2029 წელს ელოდებიან.
კუნძული განთავსდება Umm Suqeim–ის და Jumeirah–ს რაიონებს შორის, სასტუმრო Burj Al Arab–თან უშუალო სიახლოვეს და დაუკავშირდება საამიროების მთავარ გზებს.