წლის დასაწყისიდან ევროკავშირში ხანძრებმა 1 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაანადგურა

ევროკავშირის ქვეყნებში მიმდინარე წლის დასაწყისიდან ხანძრების შედეგად 1 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა, ინფორმაცია ხუთშაბათს ტელეკომპანია BFMTV-მ გაავრცელა.
„ევროპის ტყის ხანძრების საინფორმაციო სისტემის (EFFIS) მონაცემების თანახმად, 2025 წელს ხანძრებმა ევროკავშირში უკვე 1 მილიონ ჰექტარზე მეტი გაანადგურა, რაც რეკორდული მაჩვენებელია 2006 წელს სტატისტიკის წარმოების დაწყებიდან“, – იტყობინება ტელეარხი.
2017 წლის რეკორდის გადაჭარბებით, 2025 წლის 21 აგვისტოს შუადღის მონაცემებით, დამწვარი მიწის ფართობი 1,015,731 ჰექტარს აღწევდა, თუმცა ესპანეთი და პორტუგალია კვლავ მნიშვნელოვან ხანძრებს ებრძვიან. 2017 წელს დაახლოებით 988,5 ათასი ჰექტარი ტყე დაიწვა, რომლის ნახევარზე მეტი პორტუგალიაში იყო, სადაც ხანძრებს 119 ადამიანი ემსხვერპლა.
ამჟამად, ევროკავშირის ოთხ ქვეყანაში – გერმანიაში, ესპანეთში, კვიპროსსა და სლოვაკეთში – დამწვარმა ფართობებმა უკვე გადააჭარბა ყოველწლიურ რეკორდებს იმ 20 წლის განმავლობაში, რომლის მონაცემებიც ხელმისაწვდომია. თუმცა, პორტუგალია კვლავაც ინახავს „აბსოლუტურ რეკორდს“ 2017 წელს დამწვარი 563,5 ათასი ჰექტარით.