სულ მცირე 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა უკრაინაზე მასირებულ შეტევას

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 33 დაიჭრა ს დღევანდელი მასირებული შეტევის შედეგად. 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ხმელნიცკის ოლქში, 1 – ხარკოვის და 1 – დნეპროპეტროვსკის ოლქში.
ამ სამ ოლქსა და ასევე, ზაპოროჟიეში დანგრეული და დაზიანებულია ათეულობით სახლი, ადმინისტრაცილი შენობა და სამრეწველო ობიექტი.
უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 51 აერობალისტიკური, ფრთოსანი და მართვადი საავიაციო რაკეტა, მათ შორის „კინჟალი“ და „ისკანდერი“ და 8 უპილოტო საფრენი აპარატი. საჰაერო ძალების ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს 18 რაკეტა და 8-ვე დრონი.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ