რუსეთმა სომხეთისთვის გაზის მიწოდება დროებით შეაჩერა

რუსეთმა სომხეთისთვის გაზის მიწოდება დროებით შეაჩერა, ინფორმაციას ამის შესახებ „გაზპრომ სომხეთი” ავრცელებს.
რუსული მხარე გადაწყვეტილებას სარემონტო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობით ხსნის.
კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ 22 აგვისტოს დილის 6 საათიდან 23 აგვისტოს დილის 6 საათამდე გაზის მიწოდება დროებით შეწყდება „წითელი ხიდი – სევკარი – ბერდი“ მაგისტრალური გაზსადენის ავარიულ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის.