,. დამსმენი, აფერისტი და გადამგდებია ივანიშვილი და ცხადია, ყველას გაწირავს!!!” – რას წერს ლევან ხაბეიშვილი?

ნაცმოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, :
,,ივანიშვილი შვილობილის (ასე ეძახდა თავად) წინააღმდეგ
უპრეცედენტოდ, გაუგონრად დიდი დანაშაული, სიბრიყვე გაავრცელა იუსტიციის სამინისტროდ წოდებულმა, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო “ფეიკ” დაწესებულებამ!!!
“ბაჩიაშვილმა მოისყიდა ციხის ადმინისტრაცია, თანამშრომლები, რომ საკუთარი თავი ეწამებინა” – ეს თქვეს ოფიციალურად!!!
ტროლ-ბოტმა, ან ზარქუამ კი არ მობოდა, არამედ ოფიციალურად გაავრცელეს ეს ინფორმაცია.
გლდანის ციხეში, ხომ მოისყიდა პატიმარმა “ყველა” და ბიძინას ტყვეობაში მყოფი, თურმე ქსანშიც მისწვდა ციხის ხელმძღვანელობას და გლდანში გადმოაყვანინა პატიმარი, რომელიც ასევე, გლდანის ციხიდან ქსნის ციხეში “შეკერა”.
მათი ვერსიის მიხედვითაც, აბსოლუტური “ბარდაგი” და განუკითხაობაა სისტემაში – მკვლელები, დაქირავებული კილერები, ციხის კრიმინალი, მექრთამე “შეფები”, აღებ-მიცემობა.
პტ სალიას რა ნამუსით უნდა ერქვას მინისტრი?! – დაირქვას ბანდფორმირების ყოჩი, ლიდერი!!!
შეასრულებინეს, დაავალეს და ახლა, ისევ წვრილფეხობას აწმენდენ ხელს.
დამსმენი, აფერისტი და გადამგდებია ივანიშვილი და ცხადია, ყველას გაწირავს!!!
ბორიამ უნდა გაიგოს, რომ ეს გამათხოვრებული, გაკრიმინალებული, გაწუწკებული ციხის ადმინისტრაცია ბიტკოინების საფულის პაროლს მას არ მიუტანს!!!
თუ “დაითრიეს” მოკლავენ ბაჩიაშვილს და “შემოგვაკვდა თქვენი პაროლების ძიებაში-ო”, ეტყვიან.
4 ოქტომბერს უნდა დავიხსნათ თავი და გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა – ყველა რუსთაველზე”

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ სტამბოლიშვილი: კახა კალაძე რომ ამბობს პროტესტის მონაწილე ქალებზე – გაუგებარი ჯიშის არიანო – მისთვის მართლაც გაუგებარია, რა ჯიშისაა ის ქართველი ქალი, რომელსაც არ ასვენებს უსამართლობა, კორუფცია, მისი ქვეყნის გაურკვეველი მომავალი