კასპის მუნიციპალიტეტში გმირების მემორიალი დაანგრიეს და მის ნაცვლად რუსული ტრენაჟორები დადგეს

კასპის მუნიციპალიტეტში ომში დაღუპული გმირების მემორიალი მოშალეს, მის ნაცვლად კი, რუსული წარმოების ტრენაჟორები დადგეს. სოფელ ხოვლეს მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილების გამო მწვავედ აკრიტიკებს. ისტორიული სოფლის გამგებელი ახლა თავის მართლების რეჟიმზეა გადასული, პასუხისმგებლობას იხსნის და გადაწყვეტილებას ახალი მემორიალის მოწყობის იდეით აიმართლებს.
“ამ მემორიალურ დაფაზე უნდა განვათავსოთ ეს თითოეული 9 აპრილისაა, მეორე მსოფლიო ომის, ს ომში დაღუპულები და ა.შ… ყველა კომპეტენტურ ადამიანთან გავიარეთ კონსულტაცია და ვისაუბრეთ ამ თემაზე. ყველა მიესალმა და ყველას, პირიქით, მოსწონს ეს ფაქტი. დაცული იქნება, უფრო გაფრთხილებული, პატივნაცემი ეს ყველაფერი და ჩვენ არა ვართ ის ხალხი, რომ ვინმეს ისტორია დავკარგოთ… ნამდვილად არ ვიცი, რუსულია თუ თურქულია, ნამდვილად არ ვიცი, ეხლა ეგ ტრენაჟორები, გაარკვიეთ სხვა სამსახურებში”, – ამბობს სოფელ ხოვლეს გამგებელი.