მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ყოფილი ხელმძღვანელი ბერლინს პალესტინელთა სახელმწიფოს აღიარებისკენ მოუწოდებს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ქრისტოფ ჰოისგენმა, ღაზის სექტორში ადამიანების ტანჯვის გათვალისწინებით, გერმანიის მთავრობას პალესტინელთა სახელმწიფოს აღიარებისკენ მოუწოდა.

22 აგვისტოს RND მედია ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულსტატიაში ჰოისგენი აცხადებს, რომ გერმანიის, როგორც ს ერთგული მეგობრის რეპუტაციის გათვალისწინებით, ასეთი ნაბიჯი მსოფლიო მასშტაბით „განსაკუთრებით ძლიერ ჟესტად“ იქნება აღქმული.

გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის დიდი ხნის მრჩეველი თვლის, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღიარება მოკლევადიან პერსპექტივაში ადგილზე არსებულ სიტუაციას არ შეცვლის, ეს იქნება პალესტინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის ძლიერ სიგნალი, თუ გერმანია შეუერთდება იმ სახელმწიფოების უმრავლესობას, რომლებიც უკვე აღიარებენ პალესტინას.

რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა, კანადამ და ავსტრალიამ, სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გეგმები გამოაცხადეს.
ს ამჟამინდელი ხელისუფლება პალესტინელთა სახელმწფოს შექმნის იდეას არ იზიარებს და კრიტიკულია ყველას მიმართ, ვინც მას ემხრობა.

თუმცა, გერმანიის მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ამას ის არ აპირებს. ივლისის ბოლოს, მთავრობის წარმომადგენელმა შტეფან კორნელიუსმა განაცხადა, რომ აღიარება კონფლიქტის ორი სახელმწიფოს შექმნით მოგვარების გზაზე „ერთ-ერთ საბოლოო ნაბიჯად“ აღიქმებოდა. ამგვარი გზა ისრაელის გვერდით პალესტინელთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშვიდობიან თანაარსებობას გულისხმობს.

AFP-ის მონაცემებით, გაეროს 193 წევრიდან სულ მცირე 145-მა უკვე აღიარა ან გეგმავს პალესტინელთა სახელმწიფოს აღიარებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ