სალომე სიმონია: თუმცა, ამ დროს: ბიტკოინების ამერიკულმა საწარმომ დავით რაზმაძეს 2019 წელს 97 910 ლარი გადაუხადა. ამ კომპანიასთან რაზმაძეს მრავალწლიანი ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული და …

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
„რუსები აქ მოვიდნენ, როგორც მშვიდობისმყოფელები და მადლობა ღმერთს, რომ შემოვიდნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ.”
💬„ალბათ, ის გადარეული პუტინი, როცა ეცოდინება, რომ თავისი ქვეყნის მოქალაქეები აქ ინვესტიციას დებენ, ალბათ ნაკლებად შეგვეხება კიდევაც.“
💬„სტალინის ძეგლი უნდა იდგეს, ეს ჩემი აზრია, დავით აღმაშენებელი წმინდანად გვყავს შერაცხილი, გაწყვიტა ნახევარი საქართველო, რაც ბაღვაშები და ისინი.“
💬“დასავლეთი არის ჩვენი ქვეყნის მტერი.”
ეს ფრაზები გორის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით რაზმაძეს ეკუთვნის.
თუმცა, ამ დროს:
📍ბიტკოინების ამერიკულმა საწარმომ დავით რაზმაძეს 2019 წელს 97 910 ლარი გადაუხადა. ამ კომპანიასთან რაზმაძეს მრავალწლიანი ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული და ყოველთვიურად მათგან თანხას იღებდა.
📍რაზმაძის შვილის კომპანიას, ბოლო 5 წელში, 3 271 300 ლარის გამარტივებული შესყიდვა აქვს მიღებული. ოცნებისთვის 9 000 ლარი აქვს შეწირული, მის ბიზნეს-პარტნიორს – 20 000 ლარი.
📍დავით რაზმაძის დის ქმარია, რუსეთის მოქალაქე ვახტანგ კარიჭაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნეს-პარტნიორიცაა.
📍კარიჭაშვილის კომპანიებს ბიუჯეტიდან 56 მილიონის სუბსიდია აქვს მიღებული. აქედან, 25 მილიონი, მხოლოდ 2024 წელს.
📍ვახტანგ კარიჭაშვილს ოცნებისთვის 220 000 ლარი აქვს შეწირული. ხოლო, მის ბიზნეს-პარტნიორებს – 563 000 ლარი.
📍ვახტანგ კარიჭაშვილის ჰოლდინგი საქართველოდან რუსეთში ერთ-ერთი წამყვანი ექსპორტიორია. მისი კომპანია უკრაინის მიერ არის სანქცირებული.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ტიპი გამოვიდა, დეპუტატს უწოდებს თავის თავს, და თქვა, დაგეგმილი იყო დენის გათიშვა და განზრახ არ შეგატყობინეთო. ანუ იცოდნენ და გაწირეს ადამიანები. აქ არ გაჩერდა, მე თვითონ ლიფტში გავიჭედე და მიხარიაო

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ