„ექსპრეს ლომბარდი“ ბაზარზე მომხმარებელთან ურთიერთობის სრულიად ახალ კულტურას ნერგავს და ამსხვრევს სალომბარდე სერვისებთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უსაფრთხო მომსახურებას პრივატულ და დაცულ გარემოში, რომელიც თანამედროვე მიდგომებსა და ტექნოლოგიებს მომხმარებლის კომფორტისთვის იყენებს.
ლომბარდის არჩევა საპასუხისმგებლო პროცესია, რადგან ის ფინანსური მომსახურების სანაცვლოდ, ხშირად, მომხმარებლისთვის სენტიმენტალური ღირებულების მქონე ნივთების ნდობას გულისხმობს. ამ საჭიროების საპასუხოდ, „ექსპრეს ლომბარდმა“ შეიმუშავა ხუთი ძირითადი პრინციპი, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს, ნივთის უსაფრთხოებას და ფინანსურ სარგებელს.
· ნივთების შეფასება დაზიანების გარეშე: „ექსპრეს ლომბარდის“ ფილიალებში ნივთების შეფასება ხორციელდება თანამედროვე ტექნოლოგიებით, სერტიფიცირებული ექსპერტ-შემფასებლების მიერ. რაც გამორიცხავს ნაკეთობის დაზიანებას, გაქლიბვას ან პირვანდელი სახის ცვლილებას. კომპანიის სერტიფიცირებული ექსპერტ-შემფასებლები გადიან სპეციალურ სწავლებას, რათა უზრუნველყონ ზუსტი შეფასება ნივთის უსაფრთხოების გარანტიით.
· მაღალი და გამჭვირვალე შეფასება: კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მაღალ შეფასებას ოქროს, ვერცხლისა და ბრილიანტის ნაკეთობებზე. მეტი გამჭვირვალობისთვის, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, სახლიდან გაუსვლელად, ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ კალკულატორის მეშვეობით გამოთვალოს სავარაუდო თანხის მოცულობა.




