რუსულმა თვითმფრინავმა ბომბი ჩამოაგდო კრემლის მიერ კონტროლირებად უკრაინულ ქალაქში

თვითგამოცხადებული “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის” ხელმძღვანელმა, ლეონიდ პასეჩნიკიმ განაცხადა, რომ ს საჰაერო კოსმოსური ძალების თვითმფრინავიდან, ქალაქ რუბიჟნოეს მახლობლად, საავიაციო საბრძოლო მასალის “არასაშტატო ჩამოსვლა” მოხდა. ის ამბობს, რომ თვითმფრინავი “საბრძოლო მისიას” ასრულებდა და ჩამოგდებულია საჰაერო ბომბი – ФАБ-250.
“საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. მიმდებარე სახლების მაცხოვრებლები სასწრაფოდ იქნა ევაკუირებული. ყველას შესთავაზეს დროებითი განსახლების ცენტრში დაბინავება. ახლა იქ ხუთი ადამიანია, მათ შორის ორი ბავშვი. დანარჩენებმა ნათესავებთან და მეგობრებთან დარჩენა გადაწყვიტეს”, – წერს პასეჩნიკი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მომხდარზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.
ეს უკვე მეორე მსგავსი შემთხვევაა წელს – 3 იანვარს რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა ვორონეჟის ოლქის სოფელ პეტროპავლოვკაზე საბრძოლო მასალა “ჩამოაგდო”. სულ მცირე შვიდი სახლი დაზიანდა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა. რუსეთის ხელისუფლებამ ასევე ახსნა ინციდენტი, როგორც “თვითმფრინავის საბრძოლო მასალის უჩვეულო გაშვება”.