პოლონეთის საგარეო უწყებამ ქვეყნის ტერიტორიაზე დრონის ჩამოვარდნის გამო, რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში დრონის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, ს საელჩოს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა, – ამის შესახებ სამინისტროს წარმომადგენელმა, პაველ ვრონსკიმ განაცხადა.
პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებით, ეს ინციდენტი ძირს უთხრის ს ფედერაციის, როგორც ნებისმიერი სამშვიდობო პროცესის სანდო მონაწილის და საერთაშორისო საზოგადოების ფარგლებში ნებისმიერი აქტივობის მონაწილის, ნდობას.
„ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც განზრახ პროვოკაციას, ჰიბრიდული ომის ნაწილს და პოლონეთის რესპუბლიკის მიმართ მტრულ დამოკიდებულებას“, – აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, 20 აგვისტოს ღამით, პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში, სამხედრო დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა. 21 აგვისტოს, პოლონეთის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ დრონი, სავარაუდოდ, ბელარუსიდან იყო შეფრენილი. დრონი სოფელ ოსინის მახლობლად მდებარე მინდორში ჩამოვარდა, რომელიც ბელარუსთან საზღვრიდან 100 კილომეტრში და უკრაინისთან საზღვრიდან 120 კილომეტრში მდებარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებით საძიებო-სამაშველო ოპერაციებს ჩამოვარდნილ სამხედრო სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით

სასამართლომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა – ლევან კუპატაშვილი ბრალს „ფაქტების უხეშ მანიპულაციას“ უწოდებს