ბაკურიანში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა. საზეიმო პროგრამა მთელი დღის განმავლობაში დატვირთული იყო.
პატარებს საჩუქრები თოვლის ბაბუამ გადასცა, გაიმართა მოსიარულე ორკესტრისა და ზღაპრის გმირების მსვლელობა.
საშობაო ბაზრობაზე ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა. საახალწლო ღონისძიებები კონცერტით დასრულდა.