ჰაკერებმა იტალიური სასტუმროებიდან ათიათასობით ტურისტის პასპორტის მონაცემები მოიპარეს – ახლა ამ მონაცემებს Darknet-ში ყიდიან

ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ იტა­ლი­უ­რი სას­ტუმ­რო­ე­ბის სერ­ვე­რე­ბი­დან მა­სობ­რი­ვად გა­ჟო­ნა ტუ­რის­ტე­ბის პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის ათი­ა­თა­სო­ბით დას­კა­ნე­რე­ბულ­მა ფა­ილ­მა.
· მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ახლა darknet – ში იყი­დე­ბა
იტა­ლი­ის დი­გი­ტა­ლი­ზა­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს (Agid) ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­მო­ა­ჩი­ნეს “იტა­ლი­ა­ში მოქ­მე­დი სას­ტუმ­რო­ე­ბი­დან გა­ჟო­ნი­ლი პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის უკა­ნო­ნოდ გა­ყიდ­ვის ფაქ­ტე­ბი“.
“ეს მო­ი­ცავს ათი­ა­თა­სო­ბით მა­ღა­ლი გარ­ჩე­ვა­დო­ბის სკა­ნი­რე­ბულ ფა­ილს – პას­პორ­ტე­ბის, პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბის და სხვა სა­ხის პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტებს, რომ­ლე­ბიც სტუმ­რებ­მა რე­გის­ტრა­ცი­ის დროს გა­მო­ი­ყე­ნეს“, – გან­მარ­ტა სა­ა­გენ­ტომ.
Agid-ის გან­ცხა­დე­ბით, და­ჰა­კუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 100 000 დო­კუ­მენ­ტი.
გა­ყიდ­ვე­ბის უკან მდგო­მი პირი, ფსევ­დო­ნი­მით “mydocs“, აცხა­დებს, რომ დო­კუ­მენ­ტე­ბი “კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მებ­ზე უნე­ბარ­თვო წვდო­მის გზით 2025 წლის ივ­ნის­სა და აგ­ვის­ტოს შო­რის პე­რი­ოდ­ში“ მო­ი­პო­ვა.
· ინ­ცი­დენ­ტი და­ა­დას­ტუ­რა იტა­ლი­ა­ში არ­სე­ბულ­მა ათმა სას­ტუმ­რომ
გარ­და ამი­სა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არი­ან ისეთ ქა­ლა­ქებ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო­ე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა ვე­ნე­ცია, ტრი­ეს­ტი, კუნ­ძუ­ლი კაპ­რი და ეს­პა­ნე­თის კუნ­ძულ მა­ლი­ორ­კა­ზე მდე­ბა­რე ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი სას­ტუმ­რო.
სა­ა­გენ­ტო მსხვერ­პლებს “სა­ვა­რა­უ­დო სე­რი­ო­ზუ­ლი შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ აფრ­თხი­ლებს.“
მათი თქმით, მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია თაღ­ლი­თუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, რო­გო­რი­ცაა ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბის შექ­მნა, სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბის გახ­სნა და ციფ­რუ­ლი პი­რა­დო­ბის მო­პარ­ვა.
ambebi.ge