ვახო სანაია: ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვა ქოცების საზიზღარ პროპაგანდაზე – ,,ზელენსკიმ საკუთარი ხალხი დაახოცვინა”

ჟურნალისტი ვახო სანაია:
ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვა ქოცების საზიზღარ პროპაგანდაზე – ,,ზელენსკიმ საკუთარი ხალხი დაახოცვინა”.
არ ვიცი, ჯერ კიდევ რამდენად აქვს აზრი ქოცთან საუბარს, მაგრამ ახლა რაღაცას მოგიყვები ძალიან უბრალო ენაზე, ქოცო. აი, პირდაპირ გებაზრები, მეტი რა ვქნა 🤣 თუმცა იცი, მაინც ქოცი კი არა, ალბათ ვინმე დაბნეულია ამ სტატუსის ადრესატი, რომელსაც ატყუებენ, ატყუებენ დაუსრულებლად და თან არა აქვს საკმარისი ინფორმაცია ან დრო, რომ ეს ინფორმაცია მოიძიოს, არ ახსოვს რაღაცები და ა.შ. ერთი სიტყვით, მას მივმართავ, ვისაც პროპაგანდა მოერია ან ჯანდაბას, თუნდაც მართლა უმოწყალო ქოცი იყოს.
კაროჩე, ზელენსკი პრეზიდენტი გახდა 2019 წელს. აღმოსავლეთ ში უკვე 5 წელი გრძელდებოდა ომი. ანუ ზელენსკის დროს კი არ დაწყებულა, იქამდე დაიწყო რუსეთმა. ზელენსკის მოსვლამდე 5 წლით ადრე საერთოდ მიიერთა პუტინმა უკანონოდ, ამას ისიც მოაყოლა, რომ კიდევ ორ რეგიონში (ლუჰანსკი, დონეცკი) მისი ჯარისკაცები დააყენა და სეპარატისტებს ,,დამოუკიდებლობა” გამოაცხადებინა.
ზელენსკიმ 2019-ში იცი, როგორ მოიგო ? მშვიდობა უნდა მოვუტანო ქვეყანას, ეგ ომი დავასრულო და პუტინთან დიპლომატიით უნდა გადავჭრა ყველა პრობლემაო. მშვიდობა იყო მთავარი ლოზუნგი. ხოდა უკრაინელებმა, შენ გაგიმარჯოს ღმერთმა, დავაი, შეუბერეო და უდიდესმა უმრავლესობამ ხმა მისცა.
გახდა თუ არა პრეზიდენტი, ინაუგურაციის მერე პირველი რა თქვა, თუ იცი – პუტინთან მინდა შეხვედრაო. ყველაფერი სცადა ზელენსკიმ. შეხვდა კიდეც პუტინს ევროპელებთან ერთად, ტყვეების გაცვლაც მოახერხა, მაგრამ წინ ვერ წავიდა პროცესი. იმიტომ, რომ პუტინს ვაბშე სხვა მიზანი ჰქონდა – მთელი უკრაინის დათრევა.
ახლა დაწვრილებით გეტყვი, როგორ აპირებდა ამას. ის ორი რეგიონი (ლუჰანსკი და დონეცკი) იცი, რისთვის სჭირდებოდა ? მთელი უკრაინა უნდა ჩაეგდო ხელში მაგ ორი ოლქით. აგიხსნი, როგორ. ზელენსკისგან მოითხოვდა, მაგ ორ რეგიონს განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭეო. ანუ მე რა ტერიტორიასაც ვაკონტროლებ, ანუ იდეაში ჩემია ეს ტერიტორიები და სტატუსს რომ მიანიჭებ, უკვე ყველანაირად ფესვს გავიდგამო, მაგას ოლქებს მიანიჭე განსაკუთრებული სტატუსი უკრაინის შემადგენლობაშიო. ეს რომ ექნა ზელენსკის, პუტინის ხელში აღმოჩნდებოდა ვეტო უკრაინის ყველა გადაწყვეტილებაზე. ამ ორი რეგიონის გარეშე უკრაინა ვერაფერს გადაწყვეტდა, მაგ რეგიონებს კი პუტინი მართავდა. ანუ მთელ უკრაინას ითრევდა. ჩათვალე, უკრაინის მთავრობა ვერაფერს გადაწყვეტდა, რადგან რაც არ მოეწონებოდა პუტინს, ყველაფერი დაიბლოკებოდა. ანუ ქვეყანა კარგავდა სუვერენიტეტს, საგარეო პოლიტიკას კი არა, მოსკოვი გაუძღვებოდა.
პროსტა მითხარი, შენ რას იზამდი. ჩესნად. უკვე წართმეული ორი რეგიონით ტიპი გართმევდა დანარჩენ მთელ ქვეყანას. ამას რომ დასთანხმდებოდა ზელენსკი და განსაკუთრებული სტატუსის შესახებ ეგ ყ—–ა ჩაეწერა კონსტიტუციაში, ხვდები, რომ საკუთარ სამშობლოს სამუდამოდ ჩუქნიდა რუსეთს ?! სამუდამოდ ! და თან მერე ომს რომ დაიწყებდა პუტინი, როცა საჭიროდ ჩათვლიდა, უკრიანას გადარჩენის შანსი არ დარჩებოდა და მაგასაც მოგიყვები ცოტა ხანში, თუ რატომ განადგურდებოდა.
ანუ აქ ზელენსკი უკრაინელი ხალხის წინაშე ასპროცენტიანია. სხვანაირად რომ ემოქმედა, იმენა ღალატი იქნებოდა.
არანაირმა დიპლომატიამ არ იმუშავა. პუტინი ითხოვდა მთელ უკრაინას ჯერ არ მეთოდით და მერე წინ ვერასდროს ვერავინ აღუდგებოდა, როცა სამხედრო ძალას გამოიყენებდა ბოლომდე დასუსტებული უკრაინის წინააღმდეგ. როცა გაუხარდებოდა, მაშინ გამოიყენებდა ჯარს. პატარა რამე არ მოეწონებოდა და შეგრიალდებოდა კიევში. თუ როგორ, ამას აგიხსნი ცოტა ქვემოთ.
2021 წლის დასაწყისში წერილი გამოაქვეყნა და შიგნით ეწერა, რომ უკრაინა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო არ უნდა არსებობდეს. რა დიპლომატია, რის დიპლომატია. იმავე წელს, უკრაინის გარშემო ჯარი განალაგა. ანუ გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ჯარით უნდა დაეპყრო. 2021 წლის ბოლოს ვაბშე სიგიჟეებით გაავსო ფურცელი და მოთხოვნები გამოაქვეყნა.
დემილიტარიზაციაო – ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, ჯარი დაშალეო სამუდამოდო. მეორე ქვეყანას ეუბნება, ჯარი დაშალეო. თან ამ ქვეყანასთან ომი აქვს
უკვე რამდენი წელია.
ახლა მითხარი, შენ რას იზამდი ? დაშლიდი ჯარს, რომ მერე როცა გაუხარდებოდა, მაშინ დაეპყარი ?
ანუ ზელენსკიმ ჯარი არ დაშალა იასნია. რანაირად უნდა ექნა ეგ.
კიდევ იცი, რას ითხოვდა. დენაციფიკაციაო – ეგ მაგათ ენაზე ნიშნავს, რომ ხელისუფლება უნდა წასულიყო. და მარტო ხელისუფლება კი არა, ვაბშე ყველა რგოლიდან უნდა გაეყარათ, ვინც არ მოსწონდათ მოსკოვში. სახელმწიფო სტრუქტურებში – რავი, მთავრობით დაწყებული სკოლებით დასრულებული ყველაფერი მთლიანად რუსების ხელში გადადიოდა.
ახლა მიპასუხე – ამას დასთანხმდებოდი ? ტიპი მეორე ქვეყნის პრეზიდენტს ეუბნებოდა, მე რომ ძალით ხელში ჩავიგდე მაგ რეგიონებს განსაკუთრებული სტატუსი მიეციო ანუ ვეტოს უფლება ყველა გადაწყვეტილებაზეო. ანუ მე გადავწყვეტ, რეალურად რა და როგორ იქნება საგარეო პოლიტიკაშიო. პახოდუ ჯარი დაშალეო. ამას დაამატე ის, რომ წადი ხელისუფლებიდან და თან გამოგაყოლებ ყველას, ვინც მე არ მომწონსო.
იასნია, ამას არ დასთანხმდა ზელენსკი. შენ დასთანხმბოდი ?
ამ ჩამონათვალს ზემოდან დაამატა, რომ ყირიმი ოფიციალურად აღიარე ჩემს ნაწილადო, სადმე დასავლურ გაერთიანებებში შესვლა დაივიწყეო. თუმცა ეს ისედაც გამორიცხული იქნებოდა, თუ ზედა მოთხოვნებზე მოუწერდა ხელს ზელენსკი. ასე რომ, აი თითქოს ნატოს გამო დაიწყო რუსეთმა ომი, არის სრული ზღაპარი. ნატოს გამო კი არა, უკრაინის დასაპყრობად დაიწყო. რა ნატო, რის ნატო, ვინ იღებდა უკრაინას ნატოში. სრული ბოდვა. ან თუ ნატოზე ბაზრობ, ჯარის დაშლა, რეგიონების განსაკუთრებული სტატუსი და სხვა საკითხები რა შუაშია ?
ახლა ნატოს რაც შეეხება. მაგ ულტიმატუმში დაჟე უკრაინის საკითხს გასცდა და ნატოს უთხრა 1997 წლის მდგომარეობას დაუბრუნე შენი სამხედრო განლაგება აღმოსავლეთ ევროპაშიო და უკრაინა კი არა, არც ერთი ქვეყანა, რომელიც ადრე საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, არ მიიღო შენს რიგებშიო.
ანუ ტიპმა წამოაყენა მოთხოვნები, რომელიც უბრალოდ ვერ შესრულდებოდა – ვერც ნატოს მხრიდან და ვერც უკრაინის მხრიდან. იასნი იყო, რომ თავს დაესხმებოდა უკრაინას დასაპყრობად.
ესე იგი, რა გამოდის. ვინც ზელენსკის აგინებს, მისი ლოგიკით, რა უნდა მომხდარიყო – ზელენსკის უნდა ეთქვა, რომ აჰა, ძმაო, წაიღე უკრაინა, შენი იყოს, გვკიდია დამოუკიდებლობაც, სუვერენიტეტიც, ჩვენი რეგიონებიც, დედაქალაქიც, ვაბშე ყველაფერი, ჯარიც, რა ვიცი, ყველაფერი გვკიდია და რაც გინდა, ის ქენიო. ხოდა მეც წავედი, სადმე საზღვარგარეთ ვიცხოვრებ და მერე, როცა გაგიხარდება, დაჟე არმიით შემოისერინებ კიევშიც, ჯარი ჩვენ არ გვეყოლება, მეგობარი ჩვენ აღარ დაგვრჩება ქვეყნის გარეთ და არაფერიო. ისედაც შენი გახდება მთელი უკრაინა და მსოფლიოსთვის მერე ძლევამოსილების ჩვენება თუ დაგჭირდება ომითაც, იჭენავე შენი არმიით მთელ უკრაინაშიო, ვერავინ გაგიწევს წინააღმდეგობასო. არც ჯარიკაცი გვეყოლება და არც თოფი გვექნებაო.
შენი ქვეყნის მტერი თუ არა ხარ, ამას რანაირად გააკეთებ ? თან მთელი ეს პერიოდი ზელენსკი სულ ცდილობდა, როგორმე მოლაპარაკებით, დიპლომატიით რამე ექნა, მაგრამ პუტინს მაგრად ეკიდა დიპლომატია. ომი ჰქონდა გადაწყვეტილი, საზღვართან ჯარი მიუყენა ზელენსკის.
მოვიდა 2022 წლის 21 თებერვალიც. გამოვიდა პუტინი და დონეცკი და ლუჰანსკის დამოუკიდებლობა უნდა ვაღიაროო. და აღიარა.
იმავე დღეს ზელენსკიც გამოვიდა, ხალხს მიმართა, არ აჰყვეთ პანიკას, დამშვიდდით. ჩვენ მშვიდობას ვირჩევთ და არანაირ საბაბს არ მივცემთ რუსეთსო. მშვიდობა, მშვიდობა, მშვიდობა…სულ ეს სიტყვა იძახა გამოსვლაში. არადა პუტინმა უკრაინის ორი რეგიონი ,,დამოუკიდებელ” რესპუბლიკებად აღიარა. ეს ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა მის მარიონეტებს ამ ოლქებში ისედაც გამოცხადებული ჰქონდათ იასნია პუტინის დავალებით, მაგრამ ახლა ამან ვაბშე აღიარა. მოკლედ, ზელენსკიმ მშვიდობაო და ამაზე რაიმე სამხედრო პასუხი არ გასცა.
რამე დააშავა აქ ზელენსკიმ ? ცხადია, არა. ეგ რეგიონები რატომ აღიარა პუტინმა. იმიტომ, რომ უკვე აღარ სჭირდებოდა, როგორც დანარჩენი უკრაინის ხელში ჩასაგები სატყუარა, რადგან გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ დანარჩენ უკრაინას ახლავე ომით დაიპყრობდა და სრულმასშტაბიან შეჭრამდე სამი დღით ადრე ბარემ აღიარა. მოგვინებით ხო ვაბშე გამოაცხადა, რომ ეგ ორი და კიდევ სხვა რეგიონებიც, ყირიმის მსგავსად, ჩემს საზღვრებში ოფიციალურად შემომყავსო.
ხოდა რაშია ზელენსკი დამნაშავე ? ამ აღირების მერე რომ ისევ იძახა, მშვიდობა მინდაო, ეგ არ უნდა ექნა ? ვერ გავიგე, რაში ადანაშაულებთ კაცს, რომელსაც სულ მშვიდობა ეკერა პირზე 2019 წლიდან და ამისთვის ყველაფერი გააკეთა.
საქმე ისაა, რომ ჰკიდია პუტინს, შენ რა სიტყვებს ამბობ. არც რაიმე საბაბი სჭირდება. იმენა ჰკიდია. პირდაპირ იწყებს ხოლმე ომს. ხოდა ამ აღიარებისა და ზელენსკის სამშვიდობო გამოსვლიდან 3 დღეში პუტინმა დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა.
ამერიკელებმა ზელენსკის შემოუთვალეს, თვითმფრინავს გიგზავნით და წამოდი, კიევის ასაღებად პუტინს საათები დასჭირდებაო. ამან არსად მე არ წავალო, დარჩა კიევში, გაუწია რუსებს წინააღმდეგობა და გადაარჩინა ქვეყანა. იცი, როგორ გადაარჩინა – იმ ჯარით, რომლის დაშლასაც პუტინი ითხოვდა. ეს უკვე ცოტა სხვა ჯარი იყო, ვიდრე 2014 წელს. უკვე გამოცდილი და გაძლიერებული, მაგრამ მარტო დიდ ხანს ვერ გაუძლებდა და ზელენსკიმ ძლივს გამოფხიზლა ევროპა და ამერიკა. ძლივს. ბიძინას ტყუილის მასშტაბს დაუკვირდით, თითქოს დასავლეთმა დააწყებინა ზელენსკის ომიო. ხვდებით, რამხელა სიგიჟეს გაჯერებენ. ზემოთ რაც ვწერე, მაქედან თუ ის აზრი გამოგაქვს, რომ ზელენსკიმ დაიწყო ომი, რა ვიცი, ძმაო, მაშინ მე ვერაფერს გიშველი. და ასევე თუ ის დასკვნა გამოგაქვს, რომ დასავლეთმა წააქეზა, რაზე უნდა გებაზრო. წააქეზა კი არა, პუტინი რომ შეიჭრა 24 თებერვალს, მაგის მერე კაცი რამდენ ხანს იხვეწებოდა იარაღი მომაშველეთო და ამათ ეძინათ. არ სჯეროდათ საერთოდ უკრაინის გადარჩენის. როცა უკრაინელებმა გაუძლეს, მერე მოვიდა დასავლეთი გონს. დაჟე იმისაც კი არ სჯეროდათ, რომ პუტინი ომს დაიწყებდა. არ იზამსო იძახდნენ მაშინაც კი, როცა ჯარი მიაყენა საზღვარს. წაქეზება კი არა, გაქანებული ომი მიდიოდა და ტიპები კოორდინაციას ვერ ახერხებდნენ.
მოკლედ, უკვე რუსების შემოჭრის შემდეგ ზელენსკიმ ჯართან ერთად ქვეყანა გადაარჩინა და მერე დასავლეთი მოიყვანა აზრზე, თორემ ახლა რა იქნებოდა, წარმოდგენაც არ მინდა. ნუ, საქართველოს ამბავი უკრაინის დამხობიდან ძალიან მალე მოთავდებოდა და წარმოიდგინე, შენ გაჯერებენ, რომ უკრაინას უნდა აგინო და ზელენსკის, რომელმაც თავისი ქვეყანა ხო გადაარჩინა და შენც ზუსტად მაგით გადარჩი, ის რომ გადარჩა. აქ ხო ორი ვარიანტი რჩებოდა – პირდაპირ გადასცემდა საქართველოს ბიძინა, რუსული ბაზები დადგებოდნენ, აფხაზეთსა და ცხინვალს აღიარებინებდა აქაურ მთავრობას. ამას გააკეთებინებდა ნებით ან ძალით. ანუ როცა მთავრობა მტრის მხარესაა, დამოუკიდებლობას დაკარგავ აბა რა იქნება. დაკარგავ ომით ან ეგრევე კაპიტულაციით (ბიძინა მხრიდან კაპიტულაციით, მაგრამ პუტინს თუ ყველას დასანახად ომით მოუნდებოდა, მაშინ ომით, რადგან ბიძინას არ შეეკითხებოდა მეთოდებს). ერთი სიტყვით, ამ დრომდე გადავრჩით იმიტომ, რომ უკრაინა გადარჩა.
მოკლედ, ეს სტატუსი კონკრეტულად ზელენსკიზეა. ამიტომ მეტს აღარ განვავრცობ თემას.
რავი აბა.
დალშე შენ იფიქრე.

ასევე დაგაინტერესებთ