თბილისში, საბურთალოს რაიონში (თეთრი დუქნის ქუჩაზე), მდინარე დიღმურაზე არსებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და ახალი გადასასვლელი ხიდის მშენებლობა იგეგმება.
თბილისის მერიამ მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 4.669 მლნ ლარს შეადგენს.
მიმწოდებელმა ახალი ხიდის მშენებლობა წერილობითი დავალების მიცემიდან 150 დღის ვადაში უნდა განახორციელოს.
ტენდერში წინადადებების მიღება 5 სექტემბერს იწყება და 10 სექტემბერს სრულდება.
bpn.ge
