იტალიაში მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიური მედიის ინფორმაციით, პიზაში მკვლელობის ბრალდებით 32 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მას 5 იანვარს 25 წლის ტუნისელი მამაკაცის სასიკვილოდ დაჭრა ედება ბრალად.
პოლიცია კვლავ ეძებს დაკავებულის თანამზრახველს, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა.
მკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.