რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ოლქი დაბომბა, არიან დაღუპულები

8 იანვარს ს საოკუპაციო ძალებმა ზე მასიური იერიში მიიტანა. უკრაინული მედია კრივოი როგში, ზაპოროჟიეში, დნეპრში, ხმელნიცკში და ხარკოვის ოლქში აფეთქებების შესახებ წერს.
დილის 7:00 საათზე დაიბომბა ხარკოვის ოლქი. შედეგად დაშავებულია ერთი ქალი, განადგურებულია რამდენიმე სამრეწველო ობიექტი. ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლს, დაშავდა 2 კაცი, ერთ ქალს ნანგრევებში ეძებენ.
ზაპოროჟიეში 5 აფეთქება გაისმა. სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის ცნობით რამდენიმე ჭურვი საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა, არის 2 დაშავებული.
კრივოი როგში იერიშის შედეგად განადგურებულია სავაჭრო ცენტრი. რამდენიმე ჭურვი აფეთქდა დასახლებულ პუნქტში, გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია 25 ადამიანი.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად არტილერიითა და ავიაციით ბომბავს.