იუსტიიცის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი, პენიტენციური სამსახური განცხადებას აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მართალია, 11 ივლისს დაიწყო გამოძიება ბაჩიაშვილის საქმეზე, მაგრამ, დღეს, 21 აგვისტოს, მხოლოდ ეჭვი აქვთ ხელთ. ამ “ეჭვის” მიხედვით კი, უწყება აცხადებს, რომ ბაჩიაშვილი შეთანხმებული იყო ციხის თანამშრომლებთანაც და პატიმრებთანაც. როგორ შეიძლება მათ დაქვემდებარებაში მყოფ უწყებაში, გადმოიბირო ყველა ერთიანად – ამაზე უწყება არ წერს. უწყება არც იმას ამბობს, კიდევ რამდენი შემთხვევა იყო აქამდე, სადაც ეჭვი გაუჩნდა, რომ ციხეს თავად კი არა, რიგი პატიმრები მართავენ.
რაკი, უწყება ვერ მართავს სისტემას, რადგან, ასე სწრაფად შეუძლია ნებისმიერს, თავად მართოს ციხეში სიტუაცია, გადადგება იუსტიციის მინისტრი?
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, დღევანდელი წერილით, ბრალს სდებს საკუთარ მინისტრს, უწყების ვერ მართვაში. მართალია, წერს, რომ ციხის რამდენიმე მაღალჩინოსანი გადადგა, თუმცა, თავად წერს, ამ პირების თანამდებობაზე ყოფნას, შეიძლება გამოძიებისთვის ხელი შეეშალა, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს პირები კი არ გადადგნენ, – გაათავისუფლეს. მათი გათავისუფლება კი, კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ იუსტიციის მინისტრი, პენიტენციურ სამსახურს ვერ აკონტროლებს, იქნებ, – არ აკონტროლებს, ეს უკვე, გამოძიების საგანია, წესით,
უწყების წერილი:




