გაეროს პალესტინელი ლტოლვილთა დახმარების სააგენტო – ღაზაში არასრულფასოვანი კვებისგან დაავადებული ბავშვები დაიღუპებიან, თუ ქალაქ ღაზაში სამხედრო ოპერაციას არ შეწყვეტს

ღაზაში არასრულფასოვანი კვებისგან დაავადებული ბავშვები დაიღუპებიან, თუ ქალაქ ღაზაში სამხედრო ოპერაციას არ შეწყვეტს, – ამის შესახებ გაეროს პალესტინელი ლტოლვილთა დახმარების სააგენტო (UNRWA) იუწყება.
UNRWA-ს გენერალურმა კომისარმა ფილიპ ლაზარინიმ განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ მარტიდან ქალაქ ღაზაში არასრულფასოვანი კვებისგან დაავადებული ბავშვების რიცხვი ექვსჯერ გაიზარდა.
„ჩვენ გვყავს უკიდურესად დასუსტებული მოსახლეობა, რომელიც ახალი მასშტაბური სამხედრო ოპერაციის წინაშე აღმოჩნდება. ბევრს უბრალოდ არ ექნება ძალა, რომ ახალი გადაადგილება გადაიტანოს“, – განაცხადა მან ჟენევის პრესკლუბის შეხვედრაზე.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით კი, ქალაქ ღაზაზე შეტევის პირველი ეტაპი დღეს დაიწყო.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ბრიგადის გენერალ ეფი დეფრინის განცხადებით, ისინი უკვე აკონტროლებს ქალაქის გარეუბნებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის მტკიცებით, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მინიმუმამდე დასაყვანად, ქალაქ ღაზას მშვიდობიან მოსახლეობას, მათი უსაფრთხოების მიზნით, ევაკუაციის შესახებ გააფრთხილებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ