პარტია „საქართველოსთვის” პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის იდეით გამოდის

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტია პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის იდეით გამოვიდა. პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის არჩევის ძველი წესის (პირდაპირი გზით არჩევის) დაბრუნება უზრუნველყოფს სახელმწიფოს მეთაურის საჭირო ლეგიტიმაციასა და დამოუკიდებლობას.
„გახარიას გუნდი, პარტია „საქართველოსთვის“, გამოდის ინიციატივით, საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელდეს ცვლილება პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით. კერძოდ, დაბრუნდეს მანამდე არსებული წესი და საქართველოს მომავალი პრეზიდენტი საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, კვლავ პირდაპირი წესით საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიონ. ეს უზრუნველყოფს პრეზიდენტის საჭირო ლეგიტიმაციასა და დამოუკიდებლობას”, – თქვა ლილუაშვილმა.
დეპუტატი გამოეხმაურა „ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ს განცხადებასაც.
„ხელისუფლებაში ბალანსის პრობლემაზე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილმაც, რომელმაც აღიარა „ოცნების” ხელისუფლების შეუზღუდავი და უკონტროლო ძალაუფლების პრობლემა, მაგრამ პრობლემის კონსტიტუციურად მოგვარების ნაცვლად, საკუთარი თავი შემოგვთავაზა ხელისუფლების მაკონტროლებლის როლში, სხვათა შორის, უკვე – მესამედ. მიუხედავად ამდენი იმედგაცრუებისა, რომც დავიჯეროთ, რომ ივანიშვილს თავისივე „ოცნების” ძალაუფლების დაბალანსება უნდა, დემოკრატიულ სისტემაში შეუძლებელია ერთი ადამიანი წარმოადგენდეს სახელმწიფო სტაბილურობის გარანტს. შესაბამისად, ლოგიკურად, მის ინტერესშიც უნდა შედიოდეს მაღალი ლეგიტიმაციის კონსტიტუციური ინსტიტუტების შენარჩუნება. ამიტომ, მოვუწოდებთ „ოცნების” საპატიო თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობას, ამ საგაზაფხულო სესიიდანვე დავიწყოთ მუშაობა კონსტიტუციურ ცვლილებაზე, სახელმწიფოს მეთაურის – პრეზიდენტის – საქართველოს მოქალაქეების მიერ პირდაპირი გზით არჩევის წესის დაბრუნებასთან დაკავშირებით. ეს საკითხი ჩვენ პარტიის საარჩევნო პროგრამის ნაწილშიც გვქონდა, მაგრამ საახალწლო სიურპრიზების შედეგად, ჩვენდა სასიკეთოდ მოხდა ამ პროცესების დაჩქარება”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
საქართველოში პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევის წესი 2017 წლის 13 ოქტომბერს მიღებული საკონსტიტუციო შესწორებით შეიცვალა. ის ძალაში შევიდა 2018 წლის 16 დეკემბერს, პრეზიდენტ ს მიერ ფიცის დადებისთანავე.
2017 წელს მიღებული მასშტაბური საკონსტიტუციო ცვლილების დროს, გიორგი გახარიას „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობა ეკავა.
კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის იმართება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. იმის გამო, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა 2024 წელს ეწურება, პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები ოქტომბერში გაიმართება.
მოქმედი კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე ღია კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია. ერთი და იგივე პირი საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ.
საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 წევრი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის და სა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის სხვა წევრებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან ასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ორგანული კანონის საფუძველზე განსაზღვრული კვოტების შესაბამისად. კვოტები განისაზღვრება პროპორციული გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვითა და ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგების პროპორციის მიხედვით. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
საქართველოს პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები იმართება პარლამენტის სასახლეში. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს.
არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
თუ არჩევნები არ შედგა ან საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩია, 30 დღის ვადაში იმართება საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები კი 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის – არავის ეშინია მათი

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის