რუსეთმა უკრაინაში ამერიკული საწარმო დაბომბა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ 21 აგვისტოს, ღამეს, ზაკარპატიის ოლქში, ქალაქ მუკაჩევოში მდებარე ამერიკულ სამოქალაქო საწარმოზე რუსეთმა რამდენიმე ფრთოსანი რაკეტით განახორციელა შეტევა.
„ამ ღამეს ს არმიამ თავისი ერთ-ერთი გიჟური ანტირეკორდი დაამყარა. მათ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის საწარმოები, საცხოვრებელი შენობები, ჩვენი ხალხი დაბომბეს. ძალიან მრავლისმეტყველია. საწარმოში ჯერ ისევ აქრობენ ხანძარს.
მაშველები ასევე მუშაობენ სხვა რეგიონებში – ზაპოროჟიედან ვოლინამდე. სულ, ღამით, უკრაინის წინააღმდეგ 574 დრონი და 40 რაკეტა გამოიყენეს. მათი მნიშვნელოვანი ნაწილის ჩამოგდება შევძელით, სამწუხაროდ, არა ყველას.
და რუსებმა ეს დარტყმა ისე განახორციელეს, თითქოს საერთოდ არაფერი შეცვლილა.თითქოს მსოფლიოს მხრიდან არანაირი ძალისხმევის გაწევა არ ხდება ამ ომის შესაჩერებლად. ამაზე რეაგირებაა საჭირო. მოსკოვისგან ჯერ კიდევ არ არის სიგნალი, რომ ისინი ნამდვილად აპირებენ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დაწყებას და ამ ომის დასრულებას. ზეწოლაა საჭირო. მკაცრი სანქციები, მკაცრი ტარიფები“ – წერს ზელენსკი ტელეგრამზე.
ოფიციალური ს ცნობით, მუკაჩევოში რუსული დარტყმის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა. რუსულ მხარეს ამერიკულ საწარმოზე თავდასხმის შესახებ განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.