საახალწლო კონცერტი მცხეთაში – ცენტრალურ მოედანზე მისული სტუმრებისთვის საგანგებოდ მოეწყო საშობაო ბაზრობა და საბავშვო გასართობი სივრცეები

საქართველოში ახალი წლის დღეები გრძელდება – ღონისძიებას ამჯერად მცხეთამ უმასპინძლა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მისული სტუმრებისთვის საგანგებოდ მოეწყო საშობაო ბაზრობა და საბავშვო გასართობი სივრცეები.
გაიმართა კოსტიუმირებული ორკესტრისა და ზღაპრის გმირების მსვლელობა. ღონისძიება კონცერტით დასრულდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ახალი წლის დღეები ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში 13 იანვრის ჩათვლით იმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა