ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური რეპუტაცია სამუდამოდ შეილახა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური რეპუტაცია სამუდამოდ შეილახა.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ მისი ავსტრალიელი კოლეგის, ენტონი ალბანეზეს შესახებ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, მას შემდეგ რაც რამდენიმე დღის წინ მას „სუსტი პოლიტიკოსი“ უწოდა.
„ვფიქრობ, მისი რეპუტაცია სამუდამოდ შეილახა იმ სისუსტით, რომელიც მან „ჰამასის“ ტერორისტი მონსტრების წინაშე გამოიჩინა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ Sky News Australia-თან ინტერვიუში.
ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ განაცხადა, რომ სექტემბერში პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავს. ავსტრალიის მინისტრმა მიგრაციის საკითხებში, ტონი ბურკმა აღნიშნა, რომ ნეთანიაჰუს კრიტიკა სწორედ ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია.
ავსტრალიის პრემიერმა ნეთანიაჰუს კრიტიკაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ „ამას პირადად არ იღებს“.
„მე სხვა ქვეყნების ლიდერებს პატივისცემით ვეპყრობი, მათთან დიპლომატიური გზით ვთანამშრომლობ“, – აღნიშნა ენტონი ალბანეზემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?

ირაკლი კობახიძე – ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ განვითარებასა და მოდერნიზაციას – საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები