,,მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი…” – სინოპტიკოსების გაფრთხილება

,,მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი…” – სინოპტიკოსების გაფრთხილება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 აგვისტოს ღამიდან დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძალიან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა, ზოგან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?