უკრაინის ქალაქები დრონებითა და რაკეტებით დაიბომბა

21 აგვისტოს ღამით უკრაინის სხვადასხვა ქალაქს მასირებულად ბომბავდა. დაბომბვისას გამოიყენეს ასობით “შაჰედი”, მათ შორის უკრაინის დასავლეთით ქალაქებში მუკაჩევოში, ლვოვსა და ლუცკში. ლვოვსა და ლუცკში ფრთოსანი რაკეტებიც გამოიყენეს.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის თანახმად, კიევში ღამის განმავლობაში მუშაობდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა.
ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა თქვა, რომ თავდასხმის შედეგები დგინდება. ჯერჯერობით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ლვოვის მერის ანდრეი სადოვის ინფორმაციით, ქალაქში გაისმა სამი აფეთქების ხმა გაისმა – შესაძლოა, ეს საჰაერო თავდაცვის ძალების მუშაობასთან იყოს დაკავშირებული.
21 აგვისტოს ღამით რუსეთმა მინიმუმ ოთხი აერობალისტური დარტყმა განახორციელა “კინჟალის” ტიპის რაკეტებით როვნოს ოლქზე.
რუსული არმია სხვადასხვა ტიპის იარაღით რეგულარულად ესხმის თავს უკრაინის რეგიონებს. ს ხელისუფლება უარყოფს, რომ გამიზნულად ბომბავს სამოქალაქო ობიექტებს.
უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები ამგვარ თავდასხმებს ომის დანაშაულებს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ისინი მიზანმიმართულად ხორციელდება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს