დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა | დაშავდა 25

დნეპროპეტროვსკის რეგიონში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა. დაშავებულებს შორის 5 ბავშვა.
დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ლისაკი წერს, რომ რუსეთმა დაარტყა კრივოი როგს, დაზიანდა სავაჭრო ცენტრი და 2 ათზე მეტი კერძო სახლი. დაშავდა 58 წლის კაცი, რომლის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.
მისი თქმით, ლოზოვატის თემში გარდაცვლილია 62 წლის ქალი.
სარაკეტო თავდასხმა იყო ქალაქ ნოვომოსკოვსკზე, სადაც 24 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები – ბიჭები 4 და 8 წლის, გოგონები – 11, 16 და 17 წლის.