დინამო არენა თუ ლოკომოტივი? – რომელი სტადიონი შეეწირება ირაკლი კობახიძის იდეას? – ივანიშვილის გუნდი თბილისში 70 000 მაყურებელზე გათვლილი ბრიტანული სტილის სტადიონი აშენებას აანონსებს – ეს მაშინ, როცა დღეს საფეხბურთო ტურნირებისთვის ორი მოქმედი სივრცეა – ლოკომოტივის, რომელიც 27 000 მაყურებელს იტევს და დინამო არენა, რომელიც 54 000-ზე მეტ მაყურებელზეა გათვლილი. ლევან ხაბეიშვილი არ გამორიცხავს, რომ ვაკეში ლოკომოტივის ნაცვლად ახალი კორპუსები აშენდება, ისევე როგორც წერეთელზე.
რატომ უნდა გაიღოს მილიარდამდე ლარი სახელმწიფომ მშენებლობაში? რატომ უნდა იყოს ახალი სტადიონი სახელმწიფო ბალანსზე? მაშინ როდესაც პაიჭაძის ეროვნული სტადიონი კერძო საკუთრებაა და სახელმწიფოს თავის ბალანსზე ექნება სტადიონი, კორუფციის მკვლევარების შეფასებით, კონკურენტული გარემო აღარ იარსებებს და ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე მოთხოვნა შემცირდება.