რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქი კონსტანტინოვკა დაბომბა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქი კონსტანტინოვკა დაბომბა, არიან დაშავებულები და დაღუპულები. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის საოლქო პროკურატურა და დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის მეთაური, ვადიმ ფილაშკინი ავრცელებენ.
რუსმა ოკუპანტებმა დასახლებული პუნქტი “სმერჩ” ზალპური სისტემებით დაბომბეს. აფეთქებები საცხოვრებელ სექტორსა და ადგილობრივ ბაზრობაზე მოხდა.
თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ 40 წლის ქალი, 69 წლის ქალი და 32 წლის მამაკაცი. კიდევ ოთხმა სამოქალაქო პირმა მიიღო ჭრილობები.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი 9 აპრილის მემორიალთან – ადამიანებმა თავიანთი სიცოცხლე გასცეს დამოუკიდებლობისთვის და ჩვენ ამას გავაგრძელებთ – „ქართული ოცნება“ კი არის ის, ვინც საქართველოს ყიდის და ამ მემორიალთან ვერ უნდა მოდიოდეს