ზახაროვა: მიუღებელია უკრაინაში NATO-ს ქვეყნების ჩართულობით კონტინგენტის ნებისმიერი სცენარი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ში სამხედრო კონტინგენტის განთავსებაზე გაერთიანებული სამეფოს განცხადებებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ სთვის ნებისმიერი სცენარი, რომელიც უკრაინაში NATO-ს ქვეყნების მონაწილეობით სამხედრო კონტინგენტის განთავსებას ითვალისწინებს, “კატეგორიულად მიუღებელია”.

ამის შესახებ ზახაროვას განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის ვებგვერდზე ავრცელებს.

“ვიმეორებთ ჩვენს არაერთხელ გაჟღერებულ პოზიციას, რომ ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი სცენარი, რომელიც უკრაინაში NATO-ს ქვეყნების ჩართულობით სამხედრო კონტინგენტის განთავსებას ითვალისწინებს, რაც კონფლიქტის უკონტროლო ესკალაციისა და არაპროგნოზირებადი შედეგების საფრთხეს შეიცავს. ხოლო ამის თაობაზე გარკვეული ევროპული ქვეყნების, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის, განცხადებები, არსებითად აცხადებს მათ პროვოკაციულ და მტაცებლურ მისწრაფებებს უკრაინის მიმართულებით”. – წერია განცხადებაში.

ზახაროვა ირწმუნება, რომ გაერთიანებული სამეფოს განცხადებები “მოსკოვისა და ვაშინგტონის ძალისხმევისთვის” “ძირის გამოთხრას” ემსახურება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს ამის მაგალითად საფრანგეთის პრეზიდენტის, სა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერის, კირ სტარმერის ერთობლივი განცხადება მოჰყავს, რომელშიც, ზახაროვას მტკიცებით, “გაცოცხლებულია აშკარად უპერსპექტივო იდეა ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შემთხვევაში უკრაინაში დასავლური სამხედრო კონტინგენტის განთავსების შესახებ”.

“უკრაინის კონფლიქტის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და გამძლე რეგულირებისკენ, მათ შორის, მისი საფუძვლების აღმოფხვრისკენ, რუსეთისა და -ს ხელმძღვანელობის მიერ ანკორაჯში გამოვლენილი გულწრფელი სწრაფვის ფონზე ლონდონიდან კვლავ ცვივა განცხადებები, რომლებიც მოსკოვისა და ვაშინგტონის ძალისხმევას არა მხოლოდ უპირისპირდება, არამედ თვალნათლივ არის მისთვის ძირის გამოთხრისკენ მიმართული”. – წერია განცხადებაში.

ზახაროვა გაერთიანებულ სამეფოს “უკრაინაში კონფლიქტის გაჩაღებაში” ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ ბრიტანეთი უკრაინას “მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ დამიზნებულ გეოპოლიტიკურ ინსტრუმენტად განიხილავს”. მისივე მტკიცებით, უკრაინის “ევროატლანტიკური და ანტირუსული კურსი” “უკრაინელი ერისთვის მომაკვდინებელია”.

ცნობისთვის, 17 აგვისტოს, უკრაინის მხარდასაჭერად შექმნილი მსურველთა კოალიციის შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა, რომლებიც კოალიციის თანათავმჯდომარეები არიან, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

განცხადების მიხედვით, კოალიციის წევრი სახელმწიფოების სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი უკრაინაში “დამზღვევი ძალის” გაგზავნასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც საბრძოლო მოქმედებები შეწყდება.

გუშინ, 19 აგვისტოს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში ამერიკელი ჯარისკაცების განლაგების შესაძლებლობა გამორიცხა, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ-მ შესაძლოა უკრაინაში ევროპულ ძალებს საჰაერო მხარდაჭერა გაუწიოს.

წყარო