პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, ფერისცვალებას დოღზე შეკრებილ ხალხს მართლმადიდებლურ დღესასწაულთან ერთად ეს სახალხო დღესასწაულიც მიულოცა, მისი სიტყვები ოპონენტებმა არასწორად, მათთვის სასურველი შინაარსით გააჟღერეს და პრეზიდენტის ხალხისადმი გულითადი მიმართვის შინაარსის დაკნინება სცადეს

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, ფერისცვალებას დოღზე შეკრებილ ხალხს მართლმადიდებლურ დღესასწაულთან ერთად ეს სახალხო დღესასწაულიც მიულოცა, მისი სიტყვები ოპონენტებმა არასწორად, მათთვის სასურველი შინაარსით გააჟღერეს და პრეზიდენტის ხალხისადმი გულითადი მიმართვის შინაარსის დაკნინება სცადეს
„ხალხის ძალის“ წევრი სოციალურ ქსელში ბახმაროში პრეზიდენტის ს მილოცვას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „საქართველოს პრეზიდენტმა, ბატონმა მიხეილ ყაველაშვილმა, ფერისცვალებას დოღზე შეკრებილ ხალხს მართლმადიდებლურ დღესასწაულთან ერთად ეს სახალხო დღესასწაულიც მიულოცა, მისი სიტყვები ოპონენტებმა არასწორად, მათთვის სასურველი შინაარსით გააჟღერეს და პრეზიდენტის ხალხისადმი გულითადი მიმართვის შინაარსის დაკნინება სცადეს.“
როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, ხალხი რომელიც პრეზიდენტის დაკნინებას ცდილობს მართლმადიდებლობას დასცინიან და შობასა და აღდგომას ერთმანეთისგან ვერ არჩევენ.
„ყოველი წლის 19 აგვისტოს, ფერიცვალებას ბახმაროში სახალხო დღესასწაული დოღი იმართება. ბახმაროს დოღის ისტორია გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან იწყება.
დოღში თავდაპირველად ადგილობრივი მოყვარული ცხენოსნები მონაწილეობდნენ, თუმცა კურორტის განვითარებასთან ერთად დოღიც უფრო და უფრო მასშტაბური სანახაობა გახდა და ბახმაროს დოღს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცხენოსნებიც შეუერთდნენ.
ბახმარომ ტრადიციად ქცეულ დოღს წელსაც ფერისცვალების დღესასწაულზე უმასპინძლა, გაიმართა ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ღვინის დეგუსტაცია და მუსიკალური ღონისძიებები და ამ ტრადიციულ დღესასწაულს დამსვენებლებთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა, ბატონმა მიხეილ ყაველაშვილმა, ფერისცვალებას დოღზე შეკრებილ ხალხს მართლმადიდებლურ დღესასწაულთან ერთად ეს სახალხო დღესასწაულიც მიულოცა, მისი სიტყვები ოპონენტებმა არასწორად, მათთვის სასურველი შინაარსით გააჟღერეს და პრეზიდენტის ხალხისადმი გულითადი მიმართვის შინაარსის დაკნინება სცადეს.
მე ყოველ წელს ვესწრები ამ ღონისძიებას და ზუსტად ვიცი რომ ჩემთან ერთად იქ შეკრებილმა საზოგადოებამ ზუსტად გაიგო ის, რაც მიხეილ ყაველაშვილმა თქვა და მისი სიტყვების მიმართ კითხვის ნიშნები არავის გასჩენია.
ამიტომ, მივმართავ პოლიტიკურად ანგაჟირებულთ, საკუთარ თავებს მიხედონ, თავად ხალხთან სათქმელი ტექსტის დაზეპირებაზე კვირაობით მუშაობენ და სათქმელს მაინც ვერ ამბობენ და ურცხვად მართლმადიდებლობას დასცინიან და შობასა და აღდგომას ვერ არჩევენ.“ – წერს მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქართული ოცნების” ყაზბეგის მერობის კანდიდატი კობა გელაძე: განსახორციელებელი პროექტების გეგმა იქნება უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციით, მათთან უშუალო კავშირი გვექნება როგორც პროექტის მომზადების, ისე განხორციელების დროს

კაპიტონ ჟორჟოლიანი- მხოლოდ დაბაში 800-ზე მეტი საოჯახო სასტუმროა. ბოლო პერიოდში ისეთი გზები გაკეთდა, რაც აქამდე არ ყოფილა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გზის შეყვანა ყველა სოფელში, რომ ჩვენს მოსახლეობას გადაადგილება გაუადვილდეს