,,პუტინი ევროპელებისთვის საფრთხეა და ჩვენ გულუბრყვილოები არ უნდა ვიყოთ” – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვლადიმირ პუტინზე მკვეთრი შეფასებები გააკეთა. LCI-ის ეთერში, ტელეინტერვიუში, მან ს ლიდერი „მტაცებლად“ და „ურჩხულად ჩვენს კარიბჭესთან“ მოიხსენია.
„პუტინი არის მტაცებელი, ურჩხული ჩვენს კარიბჭესთან. მას არავინ არ უნდა მიენდოს ,“ – განაცხადა მაკრონმა. მისი თქმით, კრემლი დესტაბილიზაციის მუდმივ წყაროდ იქცა და საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას.
მაკრონმა დასავლელი პარტნიორები კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ ს მიმართ არ უნდა იყვნენ „გულუბრყვილოები“, რადგან პუტინის მიზანი საზღვრების გადახედვა და ძალაუფლების გაფართოებაა.