პარტია „ევროპელი დემოკრატები“ და პარტიის თავმჯდომარე პაატა დავითაია ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო, ოჯახს უსამძიმრებენ

პარტია „ევროპელი დემოკრატები“ და პარტიის თავმჯდომარე პაატა დავითაია ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო, ოჯახს უსამძიმრებენ.
როგორც პაატა დავითაია აღნიშნავს, ლევან გაჩეჩილაძე გამორჩეული უნარების ადამიანი იყო.
„ძალიან სამწუხაროა, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალება. ლევანი იყო გამორჩეული უნარების ადამიანი, ჰქონდა მაღალი კლასის პოლიტიკოსის თვისებები. შეეძლო საკუთარ თავზე აეღო გამაერთიანებლის როლი და ეწარმოებინა დიალოგი დაპირისპირებულ მხარეებს და ადამიანებს შორის, რაც არაერთხელ გამოჩნდა პოლიტიკურ პროცესებში. ვუსამძიმრებ ლევანის ოჯახს და მის ახლობლებს”,- აღნიშნა პაატა დავითაიამ.
ცნობისთვის, ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.