მედია – პუტინმა უკრაინის პრეზიდენტს მოსკოვში შეხვედრა შესთავაზა, ზელენსკიმ უარი თქვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტს ს მოსკოვში შეხვედრა შესთავაზა, ზელენსკიმ უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC და საინფორმაციო სააგენტო AFP წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა BBC-ის უთხრა, რომ მ “დაუყოვნებლივ უარყო” ვლადიმირ პუტინის წინადადება, რომ ლიდერები ერთმანეთს მოსკოვში შეხვედროდნენ.
უფრო ადრე, AFP-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ პუტინმა მსგავსი წინადადება დონალდ ტრამპთან ორშაბათს გამართული საუბრის დროს გააჟღერა.
“როგორ რეაქციას ელით ჩვენგან? მან [პუტინმა] თქვა ეს, ყველამ დაუყოვნებლივ უარყო, და გუშინ უკვე გავცდით ამ თემას”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, დმიტრო ლიტვინმა BBC-სთან საუბარში.