პუტინს ზელენსკისთან შეხვედრა მოსკოვში სურს. შვეიცარია პუტინს იმუნიტეტს შესთავაზებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტთან მოლაპარაკების ადგილად მოსკოვი წამოაყენა, ავრცელებს ცნობას AFP-ი ამ მოლაპარაკებასთან დაკავშირებულ წყაროზე დაყრდნობით.
უკრაინის ომის დასრულების მიზნით სამშვიდობო მოლაპარაკების ადგილი ჯერ არ არის დადგენილი.
19 აგვისტოს შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინიაციო კასისმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა იმ შემთხვევისთვის, თუ პუტინი და ზელენსკი შვეიცარიაში გადაწყვეტენ შეხვედრას, ის ს პრეზიდენტს იმუნიტეტს შესთავაზებს, რომელიც მას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დევნისგან დაიცავს.

-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ცდილობს ამგვარი შეხვედრის ორგანიზებას. გავრცელებული ცნობებით, შეხვედრა უნდა შედგეს ევროპაში.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ასეთი სამიტისთვის საერთაშორისო სასამართლოს ორდენთან დაკავშირებით გამონაკლისის უნდა დაწესდეს. Reuters-ი იტყობინებოდა, რომ შეხვედრა შეიძლება შედგეს ბუდაპეშტში, რადგან უნგრეთმა სისხლის სამართლის სასამართლო დატოვა და ის არ აღიარებს მის ორდერებს სახელმწიფოთა მეთაურების წინააღმდეგ.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაპატიმრების ორდერი 2023 წლის მარტში გასცა. მას უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაში ადანაშაულებენ. მოსკოვი უარყოფს ომის დანაშაულების ჩადენას და არ აღიარებს ამ სასამართლოს ლეგიტიმურობას.

ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – პოლიტიკოსი თუ უარს ამბობს არალეგიტიმური ხელისუფლების “არჩევნებში” მონაწილეობაზე, მაშინ მეორე გზა არის მშვიდობიანი დამხობა, მშვიდობიანი რევოლუცია – არანაირი მესამე გზა არ არსებობს

ლევან ხაბეიშვილი: გავიგეთ, რომ “ბოიკოტში” ხართ და მერე?! თუ აქცია, პროტესტის ორგანიზებას არ აკეთებ, წინააღმდეგობის გაწევა, მშვიდობიანად, ხალხის ძალით დამხობასაც არ ემხრობი – აბა რა გინდა?! ვინ ხართ თქვენ მართლა?!