ზურა მენთეშაშვილი 4000-ლარით დააჯარიმეს, ვეფხია ბეროზაშვილის სხდომა კი გადაიდო. სასამართლოდან ისინი პირდაპირ რუსთაველისკენ, საპროტესტო აქციაზე წავიდნენ – იქ, სადაც ორი დღის წინ, 16 აგვისტოს დააკავეს.
ორივე მათგანს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას – პოლიციელზე დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
შსს-ს წარმომდგენლის, თინათინ კაჭკაჭიშვილის ინფორმაციით, ზურა მენთეშაშვილი არ დაემორჩილა პოლიციელების მოწოდებას, გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადასულიყო. ხოლო, ვეფხია ბეროზაშვილმა ხელი შეუშალა პოლიციელებს მენთეშაშვილის დაკავებაში. თავად ვეფხია შსს-ს პოზიცია უარყოფს და ამბობს, რომ მენთეშაშვილის დაკავებისას საპირისპირო მხარეს, ტროტუარზე იდგა.
ამავე თემაზე:
· აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული კოდექსის 2 მუხლით არიან დაკავებულები




