ანტონიო კოშტა – ევროპული საბჭოს წევრებთან უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შესახებ ვიდეოკონფერენცია დაიწყო – პირველი ნაბიჯის სახით, რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა დაასრულოს ძალადობა

ევროკავშირის ლიდერები ვირტუალურ სამიტს მართავენ, რომლის მიზანი ვაშინგტონში გუშინდელი მოლაპარაკებებისა და შემდგომი ნაბიჯების შესახებ 27-ვე ქვეყნის ლიდერებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას განცხადებით, რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ძალადობა.
„ევროპული საბჭოს წევრებთან ვიდეოკონფერენცია სთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შესახებ რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინელ ხალხს და პრეზიდენტ ს“, – წერს კოშტა.
მისი განცხადებით, უკრაინა ლიდერების დღის წესრიგის სათავეში იყო და დარჩება მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში, რადგან ბლოკი აგრძელებს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ მიმართული ძალისხმევის მხარდაჭერას.
„პირველი ნაბიჯის სახით, რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა დაასრულოს ძალადობა“, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ბასილაია – ჩემს დაცვის ქვეშ მყოფებს სხვადასხვა ეპიზოდთან ერთად ედავებიან 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლას, გუშინ კი ვიხილეთ მელიქიშვილზე, როგორ სასტიკად არბევდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები დემონსტრანტებს – არავინ დაუკავებიათ

გია ვოლსკი – საქართველოში მისიის არჩევნებზე გამოგზავნა იმ ხალხისთვის ცუდი შედეგით დამთავრდა, ვინც ქვეყნის არევასა და დესტაბილიზაციაზე ფიქრობს – გავიხსენოთ ეუთო/ოდირზე პოლიტიკური, მორალური და ფსიქოლოგიური შეტევა