ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში, თეთრი სახლის წინ, ჟურნალისტებს შეხვდა და მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ 18 აგვისტოს შეხვდედრა ბოლო პერიოდში “საუკეთესო შეხვედრა” იყო. ზელენსკიმ თეთრ სახლში უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დეტალური რუკაც მიიტანა.
ზელენსკის თქმით, რუსეთმა თავდაპირველად ორმხრივი შეხვედრა შესთავაზა , შემდეგ სამმხრივი ფორმატი, რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, პრეზიდენტის თქმით, უკრაინა ნებისმიერი ფორმატის მოლაპარაკებისთვის მზადაა, მათ შორის პუტინთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის.
თავის მხრივ, ტრამპმა დაადასტურა, რომ აშშ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების მონაწილე იქნება, დეტალები კი უახლოეს 10 დღეში უნდა გახდეს ცნობილი.
ამერიკული სამხედრო დახმარების პაკეტი უკრაინისთვის $90 მლრდ-ის ღირებულების ტვირთს შეადგენს , რომელიც ძირითადად თვითმფრინავებს და საჰაერო თავდაცვის სისტემებს მოიცავს.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა,რომ უკრაინა ცეცხლის შეწყვეტას რუსეთთან შემდგომი მოლაპარაკებების პირობად არ მოითხოვს, მისივე თქმით, უკრაინული შორსმსროლელი დრონების ექსპორტი აშშ-სა და ევროპაში მალე დაიწყება.
