„საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავლისკენ მიმავალი გზა“ – ევროკავშირის წარმომადგენლობა

„ევროკავშირი მშვიდობისთვის შეიქმნა“ – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში წერს.

„ევროკავშირი 1950-იან წლებში ომით განადგურებული კონტინენტის აღსადგენად შეიქმნა.

დღეს ის მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიანი რეგიონია, სადაც ყოფილი მეტოქეები კეთილდღეობის მისაღწევად ერთად მუშაობენ.

ევროკავშირის შექმნის დღიდან 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მასში ომი არ ყოფილა — ეს ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების ისტორიული მიღწევაა.

საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავლისკენ მიმავალი გზა, რაც ამ ისტორიული სამშვიდობო პროექტის ნაწილად ქცევას გულისხმობს“ – ნათქვამია განცხადებაში.